LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონჩიტა პუტინთან შეხვედრაზე ოცნებობს

153

„ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებული კონჩიტა ვურსტი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ ის უკრაინაში იმყოფებოდა და კომედიურ შოუში მიიღო მონაწილეობა. სცენაზე კონჩიტამ ორი სიმღერა შეასრულა, „You Are Unstoppable“ და „Rise like a Phoenix“. კიევური პუბლიკა ეპატაჟურ მომღერალს ხმამაღალი ოვაციებითა და აპლოდისმენტით შეხვდა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ კი კონჩიტა კულისებში შევიდა და ჟურნალისტებმა მასთან გასაუბრება ვერ მოასწრეს, თუმცა შემდეგ ღონისძიებაზე, სადაც კონჩიტა მივიდა, მან მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. მომღერალმაგანაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე ოცნებობს :

„რომ მქონოდა პუტინის გაცნობის პატივი, აუცილებად ვეტოდი მას რაღაცას. არ მესმის, რატომ უნდა დაირღვეს ადამიანის უფლებები და თანასწორობა. რა მნიშვნელობა აქვს, რა ფერია შენი კანი, რა რელიგიის აღმსარებელი ხარ, მთავარია, რომ ყველას სურს, საზოგადოება პატივს სცემდეს. სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც ეროვნება, არავითარ კავშირში არ არის ადამიანის ხასიათთან. ვიცი, რომ რუსეთში ძალიან ძლიერია ლგბტ საზოგადოების წინააღმდეგ მოძრაობა,“ – განაცხადა კონჩიტამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები