LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონგი – ჩონჩხის კუნძული“ – მრავალმილიონიანი პროექტი ქართულ კინოეკრანებზე

306

„კონგი – ჩონჩხის კუნძული“ 2017 წლის ერთ-ერთი მთავარი სათავგადასავლო ფილმი გახლავთ. საინტერესოა სამსახიობო ანსამბლი, რომელიც „კინგ კონგის“ ამბის გაგრძელებაში გადაიღეს – ტომ ჰიდლსტონი, სემუელ ელ ჯეკსონი, ბრი ლარსონი და ა.შ. ამბავი მოგვითრობს მეცნიერებისა და ვიეტნამის ომის ჯარისკავების ჯგუფზე, რომლებიც უცნობ კუნძულზე მოგზაურობენ და იქ ყოვლისშემძლე კონგს აღმოაჩენენ.

ფილმის გადაღება 2015 წლის 19 ოქტომბერს დაიწყო, ჰავაიზე და სხვადასხვა ლოკაციაზე ვიეტნამში. პრემიერა 2017 წლის 28 თებერვალს, ლონდონში შედგა, აშშ-ში კი ფილმი 10 მარტიდან გამოვიდა.

ფილმმა, ძირითადად, პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა და მსოფლიოში 226 მილიონი დოლარის შემოსავალი დააგროვა, ამ დრომდე, მის შექმნაზე კი 185 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

„კონგი – ჩონჩხის კუნძული“ საქართველოს კინოეკრანებზეც შეგიძლიათ იხილოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები