LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტულად ვაშლები ამ შემოდგომის და ზამთრის ამბავია – ჯეჯელავა ბავშვებს სწავლის დაწყებას ულოცავს

73

ორიათასზე მეტ საჯარო სკოლაში დღეს სწავლა დაიწყო. სწავლის დაწყება მოსწავლეებს განათლების მინისტრმა  თბილისის 143-ე სკოლიდან მიულოცა.

მისი თქმით, საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს ბევრი მნიშვნელოვანი სიახლით შეხვდნენ, – სამასზე მეტ სკოლაში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა და გაიხსნა 6 ახალი სკოლა. მან ასევე იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც სკოლის ბუფეტებში კვების კონტროლს და მოსწავლეებისთვის შესვენებებზე ვაშლის დარიგებას ეხება.

„300-ზე მეტი სკოლა მოსწავლეებს დახვდება გალამაზებული, მოწესრიგებული და დასუფთავებული. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ 6 ახალი სკოლა დახვდება მოწაფეებს. დახვდებათ გაუმჯობესებული ბუფეტი, ჩემო ბატონო, სადაც აღარ იქნება შაქრიანი და მარილიანი პროდუქტები, დახვდებათ სპორტული აქტივობა, თვისობრივად უფრო შეცვლილი და გაუმჯობესებული, გადამზადებული მანდატურები. კონკრეტულად ვაშლები ამ შემოდგომის და ზამთრის ამბავია, მაგრამ შემდეგ პერიოდებშიც იქნება ასეთ აქტივობები, რომელიც იქნება გამიზნული ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად,“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები