LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად სცადეს, არეულობა შემოეტანათ – კახა კალაძე

54

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებთ, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის განხილვისას ოპოზიცია არეულობას ცდილობდა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებები ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობდა.

“კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო, რომ შემოეტანათ არეულობა. არ დააცადეს პროფესიონალებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვთ. მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და მე მათ ავუხსენი, რომ ქორწილში არ ვიმყოფებოდით. აქ მიმდინარეობდა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ისინი გამოდიან თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. არც ერთი პოლიტიკოსი და პილიტიკური პარტია არ იყო ჩართული იმის მიუხედავად, რომ სულ ვამბობდი – ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და თქვენც ჩაერთეთ ამ მუშაობაში, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საჯარო განხილვის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.სხდომას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები