LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონკურენციის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გაიმართა

80

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულიასთან, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის  პროექტების განყოფილების უფროსს, ვინსენტ რეისთან და ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელ აურელიო ლა ტორესთან ერთად ევროკავშირის პროექტის “საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა” ორგანიზებით, საქართველოს “კონკურენციის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, მთავრობის, მარეგულირებელი ორგანოების და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ  იმსჯელეს და წინადადებები წარადგინეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცვლილებებს, რომლებიც სააგენტოს სტრუქტურული მოწყობისა და ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულებას უკავშირდება. მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს კონცენტრაციების კონტროლის წესისა და აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

მოწვეულმა ექსპერტებმა, საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, კანონპროექტი შეაფასეს და თავიანთი კომენტარები წარმოადგინეს.  შეხვედრას ესწრებოდნენ – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეწარმეო საქმიანობის განყოფილების ექსპერტი, პედრო კარო დე სოუზა  და ექსპერტი კონკურენციის დარგში, საბინე ზიგელსკი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD), იურიდიული საკითხების ექსპერტი კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების პოლიტიკის დარგში, ებრუ გოკჩე; ლიეტუვას კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, შარუნას კესერაუსკასი და რუმინეთის კონკურენციის საბჭოს თავმჯდომარე, ბოგდან მარიუს კირიცოიუ.

ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს  ინფორმაცია მიაწოდა,  კანონმდებლობის გაუმჯობესების მხარდასაჭერად ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები