LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის კანდიდატი იქნება” – სააკაშვილი არჩევნების შესახებ

131

ჩემთვის იქნება კონკურენტი მხოლოდ ივანიშვილის მიერ დაყენებული კანდიდატი,“ – ამის შესახებ განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემა “არჩევანში”  საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებთან დაკავშირებით გააკეთა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, სხვა რეალური კონკურენტი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს – გრიგოლ ვაშაძეს, არ ჰყავს, მათ შორის არის  გიორგი მარგველაშვილი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ ცნობილი არ არის, მიიღებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილმა მხოლოდ ორი რამით  დაამახსოვრა მოსახლეობას თავი, – რომ შევიდა სასახლეში და მას ჩამოართვა მოქალაქეობა.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველომ დაკარგა 5 წელი.

მისივე თქმით, მარგველაშვილი ისე წავა თანამდებობიდან, რომ მას არ ეყოფა გამბედაობა, მოქალაქეობა დაუბრუნოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები