LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონსერვატორები“ კანაფის წარმოება-კულტივაციას მხარს არ დაუჭერენ – ზვიად ძიძიგური

128

პარლამენტის ვიცესპიკერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „კონსერვატორები“ საქართველოში კანაფის წარმოება-კულტივაციას მხარს არცერთ შემთხვევაში არ დაუჭერენ. ძიძიგურის განცხადებით, მისი ფრაქცია წინააღმდეგია კანაფის ყველანაირი კულტივაციის, ბიზნესის წამოწყებისა და ლიცენზიების გაცემის.

დეპუტატის ცნობით, უმრავლესობაში აღნიშნულ საკითხზე კონსესუსი არ არსებობს.

„სანამ კონსესუსი არ იქნება, ეს კანონი მიღებული ვერ იქნება. ლოგიკურია, რომ გადაიდო. რა კულტივაცია, კარტოფილია? რა უნდა მოვიყვანოთ და გავყიდოთ? მოსაზრება არსებობს, რომ ვითომ ეს კარგია, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ვეთანხმებით. კონსულტაცია არ გვჭირდება, რადგან პოზიცია ჩამოყალიბებული გვაქვს. ჩვენი პოზიცია არ შეიცვლება, რადგან მოწინააღმდეგეები ვართ კულტივაციის, ლიცენზიების გაცემისა და იმის, რომ სახელმწიფომ ამით ივაჭროს. არ მიგვაჩნია, რომ კოლუმბიას ვაშენებთ, მიგვაჩნია, რომ ევროპულ ქვეყანას, კარგ სახელმწიფოს ვაშენებთ,“ – განაცხადა ძიძიგურმა.

გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი ორ ნაწილად გაიყოფა. კობახიძის თქმით, საკანონმდებლო პაკეტის ერთი ნაწილის განხილვა ცალკე მოხდება, რომელიც საქართველოში მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეგულაციებს აწესებს. მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვა კი, კობახიძის შეფასებით, საჩქარო არ არის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები