LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსერვატორიას დაარსებიდან 100 წელი უსრულდება

95

1-ელ მაისს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას
დაარსებიდან 100  წელი უსრულდება.

იუბილესთან დაკავშირებით, 18:00 საათზე, დიდ დარბაზში კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი და გუნდი გახსნის; დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.

ფესტივალი, რომელიც მაისის ბოლომდე გაგრძელდება, 15 ღონისძიებას მოიცავს, მათ შორისაა „კონსერვატორიის საიუბილეო გალაკონცერტი მიძღვნილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი“, რომელიც  26 მაისს ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება.

თბილისის კონსერვატორია, მთელ ამიერკავკასიაში, პირველი უმაღლესი სასწავლებელია. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1-ელ მაისს გაიხსნა. 1924 წელს მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1947 წლიდან იგი  ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.

ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით იმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები