LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტანტინე მინდია ესაძე რუსეთის კინოოპერატორთა გილდიის რჩეულია

118

რუსეთის კინოოპერატორთა გილდიამ კინემატოგრაფიული დებიუტების ფესტივალზე Spirit of Fire გამარჯვებულები გამოავლინა.
ჯილდო ფილმში “წითელი” (რეჟისორი: ნიკ სარქისოვი) საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის ქართველ კინოოპერატორ კონსტანტინე მინდია ესაძეს ხვდა წილად.

კონსტანტინე მინდია ესაძეს წლების მანძილზე ნამუშევარი აქვს არაერთ ფილმზე, როგორც ოპერატორს, რეჟისორს და სცენარისტს.

იგი დამდგმელი ოპერატორია შემდეგი ფილმების: “დედე”, “დინოლა”, “თვე,”როგორც ერთი დღე”, “პრეზიდენტი”,”გაიღიმეთ”,”ბოლო გასეირნება”,”რენე მიდის ჰოლივუდში”, “ომი და ქორწილი” და სხვა.

კინოფესტივალი Spirit of Fire წელს 15-ედ ჩატარდა.

gnfc.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები