LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუცია მმართველი გუნდის მსხვერპლია და მისი გამოცხადება “ერთი პარტიის დოკუმენტად” არასწორია – დავით უსუფაშვილი

25

“კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი მმართველი გუნდის გაუაზრებელი პოლიტიკის. ამიტომ კონსტიტუციაზე შეტევა, მის დელეგიტიმაციაზე საუბარი ან მისი გამოცხადება ერთი პარტიის დოკუმენტად, არასწორია,” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა.

როგორც უსუფაშვილი აცხადებს, შეცდომის ჩამდენი პოლიტიკური ძალა და კონსტიტუცია ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ.

„გაცილებით უკეთესად შეიძლებოდა პროცესის წარმართვა. მმართველი პარტიის ძალიან სერიოზულ შეცდომებს კონსტიტუცია არ უნდა გადაჰყვეს. სახელმწიფოს სჭირდება მყარი კონსტიტუციური საფუძველი. ამიტომ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან მმართველი პოლიტიკური ძალის შეცდომები და  ამ შეცდომებმა თავად კონსტიტუციური საფუძველი არ უნდა შეარყიოს. კონსტიტუცია თავად არის მსხვერპლი ამ გაუაზრებელი პოლიტიკის და ამიტომ კონსტიტუციაზე შეტევა, მის დელეგიტიმაციაზე საუბარი ან მისი გამოცხადება “ერთი პარტიის დოკუმენტად” არასწორია,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები