LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის ახალი პროექტი არის მთლიანად ორიენტირებული ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე

80

კონსტიტუციის ახალი პროექტი არის მთლიანად ორიენტირებული ქვეყნის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო კომისიის დასკვნითი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საკონსტიტუციო კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული ფორმატით, დათქმულ ვადებში დაასრულა მუშაობა. ძალიან მაღალი იყო ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის, დამოუკიდებელი ექსპერტების და რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების. კონსტიტუციის ახალ პროექტში ძალიან ნათლად არის გამოხატული თუ როგორ განვითარდება ჩვენი ქვეყანა მომდევნო პერიოდში. ასევე, გაცხადებულია ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ, გაცხადებულია, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის და რას ვაკეთებთ ჩვენ საზოგადოების და ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს კომისიის 43-მა წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 8.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები