LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსს – პრეზიდენტის პრესსპიკერი

133

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა განაცხადა.

“ყველას გახსოვთ, პროცესის დაწყებისთანავე პრეზიდენტის შეთავაზება, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა წარმართულიყო მაღალი პოლიტიკური კონსესუსით და საზოგადოების ფართო ჩართულობით. ნაცვლად ამისა, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლა, ყოველგვარი განხილვის გარეშე გამოცხადდა.

საკონსტიტუციო კომისიამ პროექტი საზოგადოების ჩართულობის გარეშე შეიმუშავა, მას გაემიჯნა ყველა პოლიტიკური პარტია, ექსპერტებისა და არასამთავრობოების უმრავლესობა, უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველმა. დოკუმენტისთვის კენჭისყრა კი, გაუგებარი პოლიტიკური და სამართლებრივი გადაწყვეტილებით – კომისიის წევრთა შემადგენლობის შეცვლის შედეგად მოხერხდა.

რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას – პრეზიდენტის აზრით, კონსტიტუციის ახალი ვერსია არ უწყობს ხელს ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსისა და გაწონასწორების პოლიტიკას”, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები