LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ – ირინა ფრუიძე

98

„საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით მიღებისას არსებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირინა ფრუიძემ, განაცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს განიხილება.

ოპოზიცია ულტიმატუმის ენით გველაპარაკება. ამ ენით საუბრის შემთხვევაში, ჩვენ დიალოგზე ვერ ვილაპარაკებთ. დიალოგი არის იმ შემთხვევაში, როცა ორივე მხარე მზადაა, დათმობებზე წავიდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ოპოზიციისგან ეს მზაობა ვერ დავინახეთ. ეს რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია. უმრავლესობამ “ვენეციის კომისიის” ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინა. თავიდანვე აღინიშნა, რომ ჩვენ კონსტიტუციის პროექტს “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციების საფუძველზე შევიმუშავებდით. ეს მოხდა – ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი არის დემოკრატიული და მაღალი სტანდარტების მქონე,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ირინა ფრუიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები