LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს

90

საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტის ინიცირებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, ამის შესახებ დეპუტატმა მარიამ ჯაშმა განაცხადა.

დეპუტატის ინფორმაციით, 5-დან 15 მაისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში შეხვედრებს გამართავს.

“დღეს უმრავლესობის ფორმატში დეტალურად განვიხილეთ კონსტიტუციური პროექტი და ვიწყებთ ხელმოწერებს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და სახალხო განხილვების შედეგად მიღებული რეკომენდაციები მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება. 5-დან 15 მაისამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პირადად გამართავს ყველა რეგიონში შეხვედრებს”,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო უმრავლესობოს შეხვედრა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები