LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონსტიტუციის პროექტში ცვლილებები შევა

76

კონსტიტუციის პროექტში, რომელიც ამჟამად არის შემუშავებული, ცვლილებები შევა, თუმცა, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მოსალოდნელ ცვლილებებს ვერ აკონკრეტებს.

მისი თქმით, საკონსტიტუციო კომისიას წინ აქვს საყოველთაო-სახალხო განხილვები, საკომიტეტო მოსმენები, რაც იმის წინაპირობაა, რომ კონსტიტუციის ამჟამინდელ პროექტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს.

”საერთო-სახალხო განხილვების პროცესი, ისევე როგორც შემდგომ უკვე საკომიტეტო და სასესიო განხილვები, გულისხმობს იმას, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ პროცედურას აზრი არ ექნებოდა და ფორმალობა იქნებოდა. ვაპირებთ მოვისმინოთ მოსახლეობის მოსაზრებები ისევე როგორც აქტიური განხილვები გვქონდეს საპარლამენტო მუშაობის პროცესში. ასე, რომ კონსტიტუციის პროექტში გარკვეული ცვლილებები მოხდება, თუმცა რას შეეხება ზუსტად ეს ცვლილებები, ახლა ვერ გეტყვით. ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესი იკვეთება სხვადასხვა პირების მხრიდან და შესაბამისად, სრულიად განსხვავებული მოსაზრებები გვესმის. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარე ობიექტური დამკვირვებლების მოსაზრებები, რომ სისტემურად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ჩვენ გვექნება ვენეციის კომისიის დასკვნაც და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, გარკვეული ცვლილებები საბოლო პროექტში აისახება”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები