LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტრაცეპტივების მიღება ქალებში სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს

42

შოტლანდიელმა მეცნიერებმა, აბერდინის უნივესიტეტიდან სენსაციური კვლევა წარმოადგინეს. გაირკვა, რომ კონტრაცეპტივების სისტემატიური მიღება ქალებში სიმსივნის განვითარების რიკს ამცირებს. მეტიც, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პრეპარატები 35 წელი მოქმედებს და ონკოლოგიური დაავადებების პრევენცის ხანგრძლივი დროის მანძილზე ახდენს. აქვე ნათქვამია, რომ ჰორმონალური საშუალებების, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება 19%–ით ამცირებს ნაწლავური სიმსივნეების რიკს, 33%–ით საკვერცხეების, ხოლო 34–ით ენდომეტრიუმის სიმსვინის განვითარების რისკს.

კვლევაში, რომელსაც გამოცემა „ტელეგრაფი“ აქვეყნებს  ნათქვამია, რომ ნებისმიერი კონტრაცეპტივის მიღებამდე ქალმა კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები