LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტრაქციის გამო “თანასწორობის მოძრაობის” წევრები პარლამენტში პოლიციის კორიდორის მეშვეობით შევიდნენ (ვიდეო)

144

“თანასწორობის მოძრაობის” წევრები პოლიციამ პარლამენტში კორიდორის მეშვეობით შეუშვა. მათი შენობაში შესვლა პარლამენტთან მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის კონტრაქციის გამო გართულდა. კონტრაქციის მონაწილეები შენობის შესასვლელებთან იდგნენ.

პარლამენტში შესვლამდე “თანასწორობის მოძრაობამ” შენობის წინ წინ ლგბტ პირების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ისინი ამავე კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, გადაყენებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ სოფიო კილაძე ლგბტ პირების უფლებების დასაცავად არაფერს აკეთებს.

აქციაზე ადგილი ჰქონდა ინციდენტს, ადგილზე შეკრებილების მიმართულებით გურამ ფალავანდიშვილმა და რამდენიმე პირმა კვერცხები ისროლა. ისინი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.