LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

26

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, კიდევ ერთ ლოკაციაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვა მაჭავარიანის ქუჩაზე, 12 223 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე ცხადდება.

„ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ბინებს ელოდებიან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ ეს პრობლემა მოვუგვაროთ. ის 3500 ოჯახი, რომელიც ამ პრობლემის წინაშე დგას, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება. კიდევ ერთ ლოკაციაზე – მაჭავარიანის ქუჩაზე ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას, იმისთვის, რომ პროცესში სამშენებლო კომპანიები, დეველოპერები ჩაერთონ. გამარჯვებული იქნება ის, ვინც  მერიას მინიმუმ  5000 კვადრატული მეტრის საცხოვრებელ ფართს გადმოსცემს, რათა მინიმუმ 80 ოჯახი დაკმაყოფილდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, დღესვე დედაქალაქის მერმა ვერისა და ვაკის პარკების მასშტაბური რეაბილიტაციის დაწყებაც დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები