LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეელებს სამუშაო დღე შეუმცირდათ, რათა უფრო მეტი შვილი გააჩინონ

121

აზიაში ყველაზე მომუშავე ქვეყანაში შესვენება გადაწყვიტეს – კორეელებს სამუშაო დღე შეუმცირდათ, რათა უფრო მეტი შვილი გააჩინონ.

კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სტანდარტული სამუშაო საათები მცირდება, ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და დასაქმების გასაზრდელად შეიქმნა.

სამხრეთ კორეის ნაციონალურმა კრებამ გადაწყვიტა, რომ სამუშაო კვირა 68 საათიდან 52 საათამდე შემცირდეს. ხოლო რაც შეეხებათ 18 წლამდე კორეელებს, მათი სამუშაო დრო 40 საათის ნაცვალ 35 საათი გახდება.

ეს კანონი ივლისში ამოქმედდა და ჯერ მხოლოდ მსხვილ კომპანიებზე ვრცელდება, შემდეგ კი მასში მცირე ბიზნესიც ჩაერთვება.

აღნიშნული ცვლილება პრეზიდენტ მუნ ჯის საარჩევნო დაპირებაც იყო, რომელმაც წლის დასაწყისში ქვეყანაში საარსებო მინიმუმი 16%-ით გაზარდა.

ყველაფერთან ერთად ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ახალი კანონი შობადობის მაჩვენებელს გაზრდის, რომელიც გასულ წელს რეკორდულად დაბალი იყო.

აღსანიშნავია, რომ შობადობის გაზრდა დამსაქმებლებს წელიწადში 11 მილიარდი დოლარით დააზარალებს.

შობადობა სამხრეთ კორეაში 80-90-იანი წლებიდან, ეკონომიკის ზრდის პარალელურად ეცემა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პრობლემაზე გენდერული თანასწორობისა და ოჯახის მინისტრი მუდმივად საუბრობდა და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვდა, კორეელები ბოლო პერიოდშიც კი სხვა ქვეყნებთან შედარებით, წელიწადში 400 საათზე მეტს მუშაობდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები