LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეისთვის შექმნილი ჩურჩხელა Churub და ქართული ნაწარმის აზიური წარმატება

134

მოძრაობა KAR.GE-მ და World-OKTA Tbilisi Branch-მა ქართული ხარისხიანი ნაწარმი სამხრეთ კორეაში 2017 წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარებულ საერთაშორისო ექსპოზე IFFE 2017 – International Fermented Food Expo წარადგინეს.

როგორც ”ფორტუნას” KAR.GE-დან აცნობეს, World-OKTA მსოფლიოში უდიდესი კორეული ეკონომიკური ქსელია 30- წლიანი ისტორიითა და 70 ქვეყანაში 137 ოფისით.

მათივე ინფორმაციით, IFFE 2017 კორეის რესპუბლიკის ქალაქ ჯონჯუში წელს მე-15-ჯერ გაიმართება, ქართული დელეგაცია კი მასში მეორედ იღებდა მონაწილეობას.

”IFFE 2017-ზე წარმოდგენილი იყო უნიკალური ქართული პროდუქციის ნაკრები: Only Good Wine-ის 10-მდე დასახელების ღვინოები და მაგარი სასმელები, კორეის ბაზრისთვის სპეციალურად ბრენდირებული 3 სახის ჩურჩხელა – Churub, 3 კომპანიის თაფლის 6 სახეობა 8 სხვადასხვა შეფუთვაში (ჯააძის თაფლი, კოდის თაფლი, თაფლი “Kartuli”), წყალი “სნო” სხვადასხვა მოცულობის ბოთლებში, ჩეროს 10-მდე სახეობის წვენები, მეგრული აჯიკა, ენერგეტიკული სასმელები START და ROCK N ROLL, გურიელის ჩაის 10-მდე სახეობა. პირველად საქართველოდან საერთაშორისო ექსპოზე წარდგენილი იყო ბაქმაზი, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა”, – აცხადებენ KAR.GE-ში.

მათივე ცნობით, გრძელდება მუშაობა კორეელ, იაპონელ და ჩინელ ე.წ ბაიერებთან, რომლებიც ექსპოზე წარმოდგენილი ნაწარმის მიწოდებით არიან დაინტერესებულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები