LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორეული ენერგეტიკული კორპორაცია საქართველოში საინვესტიციო პროექტებით დაინტერესდა

113

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია სამხრეთ კორეული მსხვილი ენერგეტიკული კორპორაციის Korea Hydro & Nuclear Power (KHNP) წარმომადგენლობით დელეგაციას შეხვდა და მათთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, Korea Hydro & Nuclear Power (KHNP)-ს კორეაში ენერგეტიკულ ბიზნესში საქმიანობის დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვს. მათ კარგად შეისწავლეს საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატეს.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და ნინო ენუქიძე, ასევე საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები