LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორპორაცია CJIC-ი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე კაპიტალდაბანდებას გეგმავს

40

International Economic and Technical Cooperation (CJIC)-ის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს შეხვდა. ”საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშროლომლობის კორპორაცია CJIC-ი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით ინტერესდება და ქვეყნის ტურიზმისა და უძრავი ქონების სფეროებში კაპიტალდაბანდებას გეგმავს.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ ფონდთან პარტნიორობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა და ერთობლივი პროექტების განხორიელების პერსპექტივებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. გამოითქვა ინტერესი რაჭისა და წყალტუბოს განვითარების პროექტების მიმართ. თავის მხრივ, „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტმა ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრლომლობის კორპორაცია CJIC-ს ფონდის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრას ჩინური მხრიდან, დელეგაციის ხელმძღვანელი ჩინეთის ძიანსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის კორპორაცია CJIC-ის ვიცე-პრეზიდენტის და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წლის სექტემბერში „საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის ჩინეთში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის საერთაშორისო ეკონომიკურ – ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები