LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორუფცია ღარიბების ხარჯზე? – მერია ბრალდებას უარყოფს

141

თბილისის მერია ცილისწამებას და მორიგ სიცრუეს უწოდებს პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას უფასო სასადილოებში კორუფციული სქემის არსებობის შესახებ.

სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” დამფუძნებლის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყოველ დღე, 20 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქისთვის განკუთვნილ თანხას დედაქალაქის მთავრობის ჩინოვნიკები, საკრებულოს რამდენიმე დეპუტატი და კომპანის მეწილეები ინაწილებენ.

მერია პოლიტიკურ პლატფორმას მოუწოდებს, რომ თუ ასეთი ინფორმაცია არსებობს, პოპულისტური განცხადებების გაკეთების ნაცვლად, შესაბამისი დოკუმენტები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადასცეს.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა დღეს ბრიფინგზე გააკეთა.

რაც შეეხება გაკეთებული განცხადების შინაარსს, თბილისის მერია ხაზს უსვამს იმ ცვლილებებს, რომლებიც განასხვავებს თბილისის ძველი და ახალი მმართველობის დროს, რაც ასევე დადასტურდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშით.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თბილისის ახალი მთავრობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა  გაიზარდა.

როგორც გელა ჩივიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ თბილისის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო, წელიწადში მინიმუმ 2–ჯერ ყველა უფასო სასადილოში ამოწმებს სანიტარულ ნორმებსა და საკვების ხარისხს.

მერიის ცნობით, დღეისათვის უფასოს სასადილოების ერთჯერადი ცხელი სადილით, რომლის კილოკალორაჟი შეადგენს 1100 კკალორიას,  39 ათასამდე ბენეფიციარი სარგებლობს.

ნახეთ ჩვენი სტატია: თბილისში ყოველდღიურად 7 000 ადამიანი შიმშილობს – როგორ მოგვარდება პრობლემა?

 

 

პოპულალურები