LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში – დავით სერგეენკო

83

„კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში,“ – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკომ მარიხუანის ლეგალიზაციასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა ამ დარგის უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე საკუთრივ ამ დარგის ექპსერტებს“.

„ჩემდა გასაოცრად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღმოაჩნდა ამ დარგის უფრო მაღალი ექსპერტიზა, ვიდრე საკუთრივ ამ დარგის ექსპერტებს, რომლებსაც დღესაც არ აქვთ შეჯერებული პოზიცია და მიმდინარეობს მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დისკუსია. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. მე არ მაქვს უფლება, დავიწყო კრიტიკა, მაგრამ ჩემი პოზიცია არის ის, რომ კოშმარულ სიზმარშიც არ მინდა წარმოვიდგინო მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ქირურგი საოპერაციოში, მასწავლებელი ან ავიადისპეტჩერი,“ – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის: NDI-ის გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს. გამოკითხულების მხოლოდ 18% მიიჩნევს, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია უნდა მოხდეს. სხვა ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კვლევის ფარგლებში კითხვა არ დასმულა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები