LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე მათითაშვილი: „ეს არის შეცდომა, მაგრამ უამრავი ასეთი შეცდომა მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია დაფიქსირებული…“

364

კოტე მათითაშვილი იაშვილის კლინიკაში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ 2 წლის ბავშვს ოპერაციის დროს მუცელში ჩატოვებული ტამპონი ახლახან აღმოუჩინეს, ოპერაცია იაშვილის კლინიკაში გაკეთდა და ბავშვის ახლობლებს ექიმებთან პრეტენზია აქვთ.

კოტე მათითაშვილი საკუთარი კოლეგების დასაცავად გამოდის:

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის სიკეთე და ურთულესი საქმე, რაც იაშვილის სახ. კლინიკაში ჩემს კოლეგებს უკეთებიათ და აკეთებენ, არის ადამიანობის, ზნეობს და პროფეისონალიზმის უდიდესი გამოხატულება. ახლა ხდება ამაზრზენი რამ, საზოგადოებას ვთხოვ, ძალიან სათუთად მოეკიდოს ასეთ დელიკატურ თემებს და ადამიანებმა თავი შეიკავონ უვარგისი მოსაზრებების გამოხატვისაგან. თუკი არის რაიმე გამოსაკვლევი და გასარკვევი, ამას სათანადო სამედიცინო საქმიანობის მარეგულებელი გაარკვევს და არა შსს, იმედია!!!!! (საერთოდ, სისხლის სამართალი რა შუაშია, ვერ გავიგე, თუ კი ასეა).

რაც შეეხება უცხო სხეულის ოპერაციის დროს დატოვებას (რაზედაც არის საუბარი), ეს რა დასამალია… შეცდომაა, თუმცა ასეთი შეცდომები მსოფლიოს წამყვან კლინიკებში უამრავია დაფიქსირებული!.. უამრავი! მათ შორის ცნობილ ქირურგებს ასეთი და უარესი რამ არაერთგზის მოსვლიათ!

დანარჩენი დეტალები მე ჯერ არ ვიცი, ჩემს კოლეგებს ვუსურვებ ყოველთვის წარმატებას და თქვენ კიდევ ერთხელ გთხოვთ… ვცეთ ერთმანეთს პატივი და ასეთი აგრესიული და სრულიად მიუღებელი ისტერია უნდა მორჩეს! ექიმი – ადამიანია, რომელიც ყოველთვის და მუდამ ეცდება გააკეთოს ის, რომ თქვენ და ჩვენ ვიყოთ უკეთ და ჯანმრთელად. გამონაკლის და ცუდ შემთხვევებზე კომენტარები უნდა აკეთოს სათანადო ინსტანციამ სათანადო დასკვების შემდგომ.

კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებები კოლეგებს იაშვილის კლინიკაში, რომ განაგრძობენ საქმიანობას… მიუხედავად ასეთი არაადეკვატური და ამორალური ფსიქოლოგიური ზეწოლისა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები