LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვბოის სამოსში გამოწყობილი ლეიდი გაგა ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა (ფოტო)

66

ლეიდი გაგა თავისი არაორდინალური ლუქით ყოველთვის გამოირჩევა სხვებისგან. ამჯერად გაგამ აქცენტი კოვბოის სტილის სამოსზე გააკეთა, როცა მალიბუს ქუჩებში კოვბოის ჩექმით, ვარდისფერი კაბითა და დიდი შლაპით გამოჩნდა. ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა ნიშნობის ბეჭედიც, რომელიც გაგას ხელზე ეკეთა. ცნობილია, რომ მომღერალს ბოიფრენდმა, კრისტიან კარინომ ხელი სთხოვა, თუმცა ამას ოფიციალურად გაგა არ ადასტურებს.

მედიაში ამტკიცებენ, რონ ნიშნობას ლეიდი გაგა ფობიების გამო მალავს. შეგახსენებთ, რომ მსახიობ ტეილორ კინისთან რომანი მას შემდეგ დასრულდა, რაც წყვილმა ოფიციალურად განაცხადა ნიშნობის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები