LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლი: მერკელი-პუტინის მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა

35

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის გერმანიაში მოლაპარაკება სამი საათის გამავლობაში გაგრძელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

თუმცა, როგორც კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკება კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

„მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი. ის საკითხები, რომელთა შესახებაც პრეზიდენტმა და კანცლერმა ჯერ კიდევ პირისპირ შეხვედრამდე ისაუბრეს, შეხვედრის დროს დეტალურად განიხილეს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

კრემლის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა უკრაინისა და სირიის კინფლიქტები, ირანის საკითხი და გაზსადენის პროექტი, რომელსაც აშშ ეწინააღმდეგება.

პუტინმა ევროპას მოუწოდა უფრო მეტი გააკეთოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის სირიაში, სადაც მოსკოვი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს ოპოზიციის მეამბოხეებთან და ექსტრემისტულ ჯგუფებთან ბრძოლაში.

შეხვედრამდე რუსეთის პრეზიდენტი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქორწილში იყო.

ანგელა მერკელს კი პუტინთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოში ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები