LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრემლის პირველი ტერიტორიული ინტერვენცია 2008 წელს საქართველოში იყო – ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

97

2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზე სუსტმა პასუხმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის ალბათობა კიდევ უფრო გაზარდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯერემი ჰანტმა აშშ-ში, მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმში არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული ინტერვენცია, პირველი ინტერვენცია იყო 2008 წელს საქართველოში.

„საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებული ნორმები მუდმივად ირღვევა დიდი ქვეყნების მიერ, როგორიც რუსეთია. 2014 ყირიმის ანექსია იყო ევროპაში შეიარაღებული ძალების გამოყენებით ტერიტორიის მიერთების პირველი შემთხვევა 1945 წლის შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს ამ საუკუნეში არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული ინტერვენცია, პირველი იყო 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია.

2008 წელს საქართველოში რუსეთის ინტერვენციაზე სუსტმა პასუხმა 2014 წელს ყირიმის ანექსიის ალბათობა კიდევ უფრო გაზარდა. 2013 წელს ასადის მიერ ზარინის გაზის გამოყენებაზე ჩვენი არასათანადო პასუხი გახდა იმის მიზეზი, რატომაც გამოიყენა მან ქიმიური იარაღი კვლავ 2014, 2015, 2017 წლებში და მიმდინარე წლის აპრილში. წესებს დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერაში ჩვენი ავტორიტეტის გაძლიერება უნდა გახდეს საგარეო პოლიტიკის ცენტრალური მიზანი,“ – განაცხადა ჯერემი ჰანტმა..

მშვიდობის ინსტიტუტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა აშშ-სა და ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კოორდინირებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები