LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიპტოპანიკა – ბიტკოინი 18%-ით გაუფასურდა

49

ბიტკოინის ფასი 18%-ით გაუფასურდა. ამ დროისთვის 1 ბიტკოინის ღირებულება 11.000 დოლარია.

ეს ბოლო სამ წელიწადში ბიტკოინის ყველაზე სწრაფი გაუფასურებაა.

გაუფასურება მთელ კრიპტობაზარზე შეიმჩნევა. თითქმის 23%-ით არის გაუფასურებული ბიტკოინის შემდეგ ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტა  – ეთერიუმი, 33%-ით კი გიგანტებს შორის მესამე ადგილზე მყოფი რიფლი.

ბაზარზე პანიკაა. ეს ყველაფერი კი ორმა სიახლემ გამოიწვია: სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა დღეს ადგილობრივ რადიოსადგურთან განაცხადა, რომ მთავრობა ძალიან მალე გაატარებს ზომებს იმისთვის, რომ “ირაციონალურ” ვალუტებში ინვესტირება და მოლოდინები შემცირდეს.

ორშაბათს კი სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტებით ვაჭრობას აკრძალავს, თუმცა, ჯერ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოყვანისგან შორსაა, რადგან მთავრობის წევრები ჯერ კიდევ დაობენ იმაზე, როგორ დაარეგულირონ ბაზარი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები