LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიპტოვალუტის მაინინგის გამო რუსეთში სახლი დაიწვა

42

რუსეთის პრიმორიეს მხარეში, ქალაქ არტემში 6-სართულიანი სახლი დაიწვა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ბინის მცხოვრები კრიპტოვალუტის მაინინგს აკეთებდა, რის გამოც მოკლე ჩართვა მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, რაც შეეხება ზარალს, 8 ბინა მთლიანად დაიწვა  ხოლო 40 სერიოზულად დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მაცხოვრებლებს რემონტის გაკეთება საკუთარი ხარჯებით მოუწევთ, რადგან თითოეული ბინა კერძო საკუთრებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები