LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის მარტინი წვეულებაზე ყოფილ ცოლთან, ახალ და ძველ შეყვარებულებთან ერთად იმყოფებოდა (ფოტო)

439

ლოს-ანჯელესში ცნობილი ტელეწამყვანის, ელენ დეჯენერესის დაბადების დღე აღნიშნეს. წვეულებას უამრავი ვარსკვალავი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ ლეონარდო დიკაპრიო, ბრუნო მარსი, დრიუ ბერიმორი, რიზ უიზერსფუნი, კიმ კარდაშიანი და სხვები. ყველაზე საინტერესო კი გამოდგა Coldplay-ის ვოკალისტის, კრის მარტინის ვიზიტი დაბადების დღის წვეულებაზე. ცნობილი მუსიკოსი დაბადების დღეზე ახალ შეყვარებულთან, დაკოტა ჯონსონთან ერთად მივიდა. მალევე ღონისძიებას მუსიკოსის ყოფილი ცოლი, გვინეტ პელთროუ და ყოფილი შეყვარებული, ჯენიფერ ლოურენსიც შეუერთდნენ.

საინტერესოა, რომ გვინეტ პელთროუს ახალი შეყვარებული, ბრედ ფალჩუკიც ახლდა. წყვილი ასევე ხელჩაკიდებული მივიდა წვეულებაზე და არც გრძნობები დაუმალავს. მეგობრების გარემოცვაში მივიდა ღონისძიებაზე ჯენიფერ ლოურენსი, რომელიც შავ სექსუალურ კაბაში იყო გამოწყობილიო. შეგახსენებთ, რომ გვინეტ პელთროუსთან განქორწინების შემდეგ, კრის მარტინი ჯენიფერ ლოურენსს ხვდებოდა. ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ Coldplay-ს ვოკალისტს „გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავთან, დაკოტა ჯონსონთან აქვს რომანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები