LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის მარტინის შეყვარებული გვინეთ პელთროუს მიამსგავსეს (ფოტო)

158

გასული წლის ოქტომბერში კრის მარტინმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობ ანაბელ უოლისს ხვდებოდა. 32 წლის ქერა ლამაზმანი მაყურებელმა სერიალ „ტრუდორებით“ გაიცნო. ამჯერად წყვილი ურთიერთობის წლისთავს აღნიშნავს. ფოტოგრაფებმა შეყვარებულები მალიბუში შოპინგის დროს გადაიღეს. ანაბელ უოლისი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა ჯინსის კომბინეზონში, მას გვერდს კრის მარტინი უმშვენებდა, რომელიც საყიდლებით იყო დატვირთული.

მედიაში ანაბელ უოლისი გვინეთ პელთროუსაც შეადარეს. გამოცემები წერენ, რომ ქერა ლამაზმანი ძალიან გავს გვინეთ პელთროუს, როცა ეს უკანასკნელი კარიერის აღმავლობის ეტაპზე იმყოფებოდა. შეგახსნებთ, რომ პელთროუ და მარტინი 2003 წელს დაქორწინდნენ და მათი ურთიერთობა 2014 წელს დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები