LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრის პრეტი ნიშნობის ბეჭდის გარეშე პირველად გამოჩნდა

263

ანა ფერისთან დაშორების შემდეგ, მსახიობი კრის პრეტი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში. გასულ უქმეებზე, ”გალაქტიკის მცველების” ვარსკვლავი ვაჟიშვილთან  ერთად ადგილობრივი ეკლესიისკან მიმავალი დააფიქსირეს. 38 წლის მსახიობი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ნიშნობის ბეჭდის გარეშე, რამაც საბოლოოდ დაადასტურა ინფორმაცია ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის დაშორების შესახებ.

ინფორმაცია დაშორების შესახებ კრისმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. ”სამწუხაროდ, მე და ანა ერთმანეთს ვშორდებით. ოჯახის შენარჩუნებას ორივე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ უშედეგოდ.

ჩვენ გვყავს შვილი, რომელიც დედასაც და მამასაც ძალიან უყვარს, ამიტომ გთხოვთ, პატივი ეცით ჩვენს პირად ცხოვრებას, პირველ რიგში მისი ინტერესებიდან გამომდინარე”, – დაწერა პრეტმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები