LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანო რონალდო მეოთხე შვილის მამა გახდა

120

ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო მამა მეოთხედ გახდა. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე სამშობიაროში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფეხბურთელი სამშობიარო ბლოკში თავის შეყვარებულთან, ჯორჯინა როდრიგესთან, ახალშობილ გოგონასთან და უფროს ვაჟთან ერთადაა გადაღებული:

„ახლახანს დაიბადა ალანა მარტინა, ჯო და ალანა თავს კარგად გრძნობენ. ჩვენ უბედნიერესები ვართ, – წერს რონალდუ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს მეოთხე შვილია. პირველი ვაჟი 2010 წელს ფეხბურთელს სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამავე წელს სუროგატი დედისგან ფეხბურთელს ტყუპები, ევა და მატეო გაჩნდნენ.

A Alana Martina acaba de nascer! Tanto a Geo como a Alana estão muito bem! Estamos todos muito felizes! ❤️

A post shared by Cristiano Ronaldo (@cristiano) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები