LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანოს გამო დავეხმარები: ქალმა რონალდოსთან შეხვედრა ქველმოქმედებით იყიდა

50

კალიფორნიის მცხოვრებმა ქალმა 32 000 ევრო გადაიხადა იმისათვის, რომ კრიშტიანო რონალდოსთან ერთი დღე გაატაროს.

გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, უცნობმა ქალბატონმა კრიშტიანო რონალდოს საქველმოქმედო ფონდს 32 000 ევრო შესწირა, სანაცვლოდ კი საჩუქრების მთელი კომპლექტი ერგო, მათ შორის ორი Vip-ბილეთი ”რეალის” საშინაო მატჩზე, შესაძლებლობა, მოხვდეს გუნდის ვარჯიშზე და რაც მთავარია – ფოტოსესია საყვარელ ფეხბურთელთან.

The Independent-ის ინფორმაციით, პორტუგალიელი ვარსკვლავი 2015 წელს ევროპის ყველაზე აქტიურ ქველმოქმედ სპორტსმენად დაასახელეს.

Forbes-ის ცნობით კი რონალდოს შემოსავალი წელს 94 მლნ ევრო გახლდათ. ევროპის მასშტაბით იგი მხოლოდ „ჰარი პოტერის“ ავტორს, ჯოან როულინგს ჩამორჩება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები