LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანოს ისევ ახალი ავტომობილი ჰყავს (ვიდეო)

49

კრიშტიანო რონალდომ ინსტაგრამზე თავისი ახალი ავტომობილის ფოტო და ვიდეო განათავსა. ამჯერად ფეხბურთის ვარსკვლავმა ჰიპერქარი BugattiChiron შეიძინა. ასეთი ავტომობილი თითქმის 2 მილიონი ევრო ღირს და სულ ასეთი მსოფლიოში 500 ერთეული არსებობს.

ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალაა, მაქსიმალური სიჩქარე – 420 კილომეტრ/საათია. ნულიდან ას კილომეტრს კი ავტომობილი 2,5 წამში ავითარებს. ინსტაგრამზე კრიშტიანო თავის ავტომობილს „მხეცს“ უწოდებს.

https://www.youtube.com/watch?v=eKjAeweNIvM

თუ გახსოვთ, თვის დასაწყისში ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავისი სხვა ახალი ავტომობილი გამოაჩინა – ბორდოსფერი Ferrari F12 TDF. ის სულ რაღაც 350 000 ფუნტი ღირს, რაც ახალი ავტომობილის ღირებულებასთან შედარებით უბრალოდ სასაცილოდ ჩანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები