LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიშტიანოს ჯერ დაუბადებელი შვილი უკვე გულშემატკივრობს: ორსული ჯორჯიანა კრიშტიანოს თამაშზე (ფოტოები)

314

ორსული ჯორჯიანა როდრიგესი კრიშტიანო რონალდოს თამაშზე თავს უკვე საკმაოდ მოზრდილი მუცლით იწონებდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი მოდელი და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი პირველ საერთო შვილს ელოდებიან. თუმცა, როგორც ჩანს, ჯორჯიანამ მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, გადაწყვიტა, რომ საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფილიყო და მის თამაშზე დასასწრებად მივიდა (ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე აპოელ-თან).

„სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე მისულ ლამაზმანს აბრეშუმის ტანზე მოყვანილი კაბა ეცვა და გვერდს ორი მეგობარი უმშვენებდა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი და მოდელი ერთმანეთს გასული წლიდან ხვდებიან, სასიხარულო სიახლე კი ივლისში დაადასტურეს.

რონალდო უმცროსი ჯორჯიანასთვის პირველი შვილი იქნება, ხოლო კრიშტიანოსთვის მეოთხე.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები