LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტინა აგილერა სავარაუდო ორსულობაზე კომენტარს არ აკეთებს

50

ამერიკული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, კრისტინა აგილერა მესამე ბავშვზეა ფეხმძიმედ და მართალია მაქსიმალურად მალავს საკუთარ მდგომარეობას, მაგრამ ახლობლებს  მაინც გაუზიარა სასიხარულო ამბავი. „კრისტინამ უარი თქვა ალკოჰოლზე და თავისუფალი სტილის ტანსაცმელზე გადავიდა. ამასთანავე, იგრძნობა რომ უსაზღვროდ ბედნიერია და მოუთმენლად ელის პატარას შეძენას“, – აღნიშნა მუსიკოსის ორსულობაში დარწმუნებულმა რეპორტიორმა.

საკმაოდ გულდაწყვეტილები აღმოჩდნენ, აგილერას თაყვანისმცემლები, რომლებიც მთელი 6 წელია ელიან მუსიკოსი სცენაზე დაბრუნებას და ახალ ალბომს, რადგან თუ მუსიკოსი მართლა ორსულადაა მას ისევ დიდი ხნით მოუწევს კარიერაზე უარის თქმა და მთელი დროის ოჯახისთვის დათმობა.

მეტიუ რატლერმა და კრისტინა აგილერამ 2010 წელს გაიცნეს ერთმანეთი ფილმის „ბურლესკი“ გადაღებებზე, 2017 წელს კი, იქორწინეს. ახლა წყვილი 4 წლის სამერს და 10 წლის მაქსს ზრდის აგილერას წინა ქორწინებიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები