LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკის 10 წესი, რომელიც ადამიანებს აახლოვებს

149

გარშემომყოფები ხშირად ინტერესდებიან ჩვენი აზრით, მერე კი, რატომღაც ბრაზობენ. მეტიც, ზოგჯერ ჩვენი შეფასება და პირდაპირობა კონფლიქტის და იმედგაცრუების, უსიამოვნების და ახლობლის დაკარგვის მიზეზი ხდება.

ობიექტური შეფასებისთვის და კრიტიკის კონსტრუქციულობისთვის, საჭიროა გავითვალისწინოთ რამდენიმე მარტივი წესი:

ნუ გააკრიტიკებთ, მიეცით რჩევა – შეფასება ყოველთვის პოზიტიურით დაიწყეთ, იყავით გულწრფელი და აღნიშნეთ ის, რაც მართლა მოგეწონათ. მერე კი, მიეცით ახლობელს რჩევა და უთხარით თავად როგორ მოიქცეოდით.

თავი შეიკავეთ ნეგატიური ემოციებისგან – კრიტიკას თავშეკავება უხდება. სხვა შემთხვევაში ვერ ასცდებით შეურაცხყოფას, რაც თავის მხრივ წყენისა და კონფლიქტის მიზეზი გახდება.

იყავით კეთილგანწყობილი – გაიღიმეთ და ისაუბრეთ მშვიდად, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გაითვალისწინებენ თქვენს რჩევას.

მოერიდეთ დადანაშაულებას – ფრაზა: „არასწორად მოიქეცი“, შეცვალეთ ფრაზით: „შენს ადგილას მე სხვანაირად ვიმოქმედებდი“.

ნუ შეადარებთ სხვას, გაიხსენეთ სასარგებლო გამოცდილება – ნურასდროს მოიყვანთ მაგალითად სხვას, რადგან ამით საბოლოოდ დაანგრევთ თქვენი მეგობრის თვითრწმენას. უბრალოდ აღნიშნეთ, რომ „სხვა“ ანალოგიური საქმით იყო დაკავებული და კარგი იქნებოდა თუ მის გამოცდილებასა და შეცდომებს გაითვალისწინებდა.

შეაფასეთ მოქმედება და არა ადამიანი – ხაზი გაუსვით, რომ მისი მოქმედებაა არასწორი და ნურასდროს აგრძნობინებთ, რომ ნაკლებად გონიერი ან ბრიყვია.

ნუ დაუკარგავთ მონდომებას – წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილას, დაფიქრდით რამდენი ძალა და ენერგია დახარჯა სასურველი შედეგის მისაღწევად და მხოლოდ მერე განსაჯეთ.

გასაგებად ჩამოაყალიბეთ თქვენი შეფასება – არაა საჭირო პირად საკითხებზე „ჭორაობა“, ისუბრეთ გასაგებად და მხოლოდ აქტუალურ თემაზე. ასე თქვენი შეფასებაც უფრო ავტორიტეტული იქნება და მოსაუბრეც სწორად შეძლებს მის გაგებას.

ნუ მიაყენებთ ზიანს – ზოგჯერ გაუცნობიერებლად გვშურს და ვცდილობთ ერთმანეთის დამცირებას. მაგალითად, თუ თქვენმა მეგობარმა სასურველ მიზანს მიაღწია და შექებას ელის, თქვენ კი, კომპლიმენტის ნაცვლად წვრილმანებში ედავებით, განწყობასაც გაუფჭებთ და თქვენს მიმართ ნდობასაც დააკარგინებთ. გულწრფელად გაიხარეთ მეგობრის წარმატებით, შური კი, მოტივაციად გამოიყენეთ, რაც ახალი სიმაღლეების დაძლევაში დაგეხმარებათ.

გაამხნევეთ ის, ვისაც აკრიტიკებთ – კრიტიკა ყოველთვის პოზიტიურად დაასრულეთ, რადგან სხვა შემთხვევაში მოსაუბრეს აღარასდროს ექნება სურვილი მოგმართოთ რჩევით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები