LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიტიკული შეუსაბამობების გამო სეს-მა საგარეჯოს და ახმეტის ბაღები დააჯარიმა და სწავლა შეაჩერა

115

საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტების ხუთ საბავშვო ბაღს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მუშაობა შეუჩერა. ამასთან, სესმა ბაღები 1000-1000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

სეს-მა დაადგინა, რომ  სოფელ კაკაბეთისა და დიდი ჩაილურის, სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვემო ალვანის საბავშვო ბაღებში სავენტილაციო სისტემები გამართულად არ მუშაობდა.

“სკოლამდელი აღზრდის ობიექტების გეგმური შემოწმებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა, გამოეწვია საკვები პროდუქტის დაბინძურება, კერძოდ კი, სამზარეულოებში აღინიშნებოდა კედლებისა და ჭერის დაზიანებები, მათზე ობის წარმოქმნა და ჭერიდან ნაწილაკების ცვენა. შესაბამისი ოქმი შევადგინეთ და აღნიშნულ საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და დაჯარიმდნენ 1000 ლარით,“ – თქვა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა.

ბაღებში სწავლა მას შემდეგ განახლდება, რაც სეს-ის მიერ დადგენილი დაღვევები გამოსწორდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები