LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრწანისში ყოფილი სამთავრობო ავტოსადგომი იყიდება

67

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში ქ. თბილისში, გორგასლის შესახვევის N5-ში მდებარე 17313 .00 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. ქონების საწყისი ღირებულება 5 037 000 ლარია.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებულია უძრავ ქონებაზე მოაწყოს  არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც  10 000 000 ლარზე მეტი   ინვესტიცია განხორციელდება. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის შესაძლებელი ბმულზე https://www.eauction.ge/Home/EntityView/364239.

“საქართველოში ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების რაოდენობის ზრდამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. მიმდინარე წლის სექტემბერში პირველმა ვიცე–პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნესსექტორს წარუდგინა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები, მათ შორის პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“. აღნიშნული პროექტი ინვესტორებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ სასტუმრო კომპლექსი და გზებზე გასაჩერებელი/მოსასვენებელი ინფრასტრუქტურა,”- განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროში.

პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ და „გასაჩერებელი ადგილები საქართველოს გზებზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შემუშავდა.

პოპულალურები