LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

KTW ჯგუფი კახეთში 41 ნომერიან სასტუმროს ააშენებს

94

საქართველოს ბანკმა განაცხადა KTW ჯგუფთან კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ. თანამშრომლობის შედეგად, KTW ჯგუფს  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კუთხით და კახეთის რეგიონში კერძოდ, ახაშენში 41 ნომრიან სასტუმროს ააშენებს. სასტუმროში განთავსდება ღვინის მარანი, სადეგუსტაციო ტერიტორია, რესტორანი და საცურაო აუზი. სასტუმროს პროექტის მოცულობა 2.3 მლნ აშშ დოლარია, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს ბანკის მიერ,  დაფინანსება ასევე გაცემულ იქნა DCFTA პროექტის ფარგლებში.

“KTW ჯგუფისა და “საქართველოს ბანკის” თანამშრომლობა სათავეს 2014 წლიდან იღებს, ამ დრომდე ჯუგფმა ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა, საქართველოს ბანკის დაფინანსებით. მათ შორის არის ღვინის საწარმოები – ველისციხეში, ქედა სადაასკანაში. KTW ჯგუფის ღვინო და კონიაკი მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში იყიდება. უკრაინაში კი ბრენდის ჯამური იმპორტის 70 პროცენტი სწორედ KTW ჯგუფის წარმოებულ პროდუქციაზე მოდის”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

მათივე ცნობით, “საქართველოს ბანკის” დაფინანსებით KTW ჯგუფმა ველისციხის ღვინის საწარმოების ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპირტის სახდელი საწარმო ააშენა და აღჭურვა. ველისციხეში ცისტერნების მოცულობები რეალურად შთამბეჭდავია და ქარხანა ყურძნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემსყიდველია. საღვინე ცისტერნები – 4816 ტონას იტევს, ხოლო სასპირტე – 9200 ტონას. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, KTW ჯგუფს  მიღებული და გადამუშავებული აქვს 50,000 ტონამდე ყურძენი. ჯამში ჯგუფის მასშტაბით 501 ადამიანი დასქმებული.

ბანკის ინფორმაციითვე, საქართველოს ბანკსა და KTW ჯგუფს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი პირველი საგანი, ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმოს მშენებლობა გახლდათ, ქედასა და ჩოხატაურში. 2014 წელს საქართველოს ბანკმა დააფინანსა პროექტი, რომელიც „ნენა“-ს ბრენდის ქვეშ მაღალი ხარისხის, ნატურალურ ჯემებსა და კომპოტებს აწარმოებს. პროდუქცია ქართულ ბაზარზე დიდი მოწონებით სარგებლობს, რაც მუდმივად მზარდ გაყიდვებში გამოიხატება.„ნენა-„ს პროდუქცია ექსპორტზეჩინეთშიცგადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები