LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კუბა ვალებს სასმელით და წამლებით ისტუმრებს

84

კუბა ჩეხეთს სახელმწიფო ვალს რომით დაუბრუნებს. კუნძულის მთავრობამ სურვილი გამოთქვა, რომ ჯერ კიდევ სოციალისტური პერიოდის დროინდელი ვალი 280 მილიონი დოლარი დააბრუნოს. თუმცა, სახელმწიფოს საკმარისი ფინანსები არ გააჩნია, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ვალი პროდუქციით – რომითა და წამლებით გადაიხადოს.

რაც შეეხება კუბურ რომს, ეს არის სრულიად უცნობი ბრენდი, რომელიც შესაძლოა ძალიან კარგიცაა, მაგრამ შესაბამისი რეკლამის გარეშე მისი ღირებულება არც თუ დიდია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩეხეთს 892 ტონა რომი გაეგზავნება, რაც დაახლოებით 2,1 მილიონი დოლარის ტოლფასია. ასევე გადახდის ერთ-ერთი ვარიანტია კუბური წამლები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა თუ სახეობა ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ მსგავს მოლაპარაკებებს კუბა სლოვაკეთთანაც აწარმოებს და იმედი აქვს, რომ ვალის დაფარვის ეს მეთოდი მათთვისაც მისაღები იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები