კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამომწვევი მიზეზები

პოპულარული

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამომწვევი მიზეზები

8 ნოემბერს გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ისეთ აქტუალურ თემას დაეთმო, როგორიცაა კუჭის წყლულოვანი დაავადება. რა სიმპტომებით ვლინდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზი, როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება, რა გართულებები შეიძლება მას მოჰყვეს, ხდება თუ არა წყლულისგან საბოლოოდ განკურნება  და რა როლს თამაშობს კვება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების განვითარებაში – ამ თემებზე გადაცემაში თერაპევტმა გიორგი გვილიამ ისაუბრა, რომელთანაც კონსულტაციის მიღება „ინტერკლინიკაშია“ შესაძლებელი.

 შეიძლება თუ არა პაციენტმა მუცლის ტკივილის ხასიათის მიხედვით, თავად განსაზღვროს, რასთან აქვს საქმე?

ძალიან რთულია, პაციენტმა თავად განსაზღვროს, თუ რასთან აქვს საქმე. ისე გართულდა, შეიცვალა და მრავალფეროვანი გახდა პათოლოგია, რომ შეიძლება სინდრომები და დაავადებები აგერიოს. მხოლოდ ტკივილის მიხედვით, მიზეზის განსაზღვრა შეუძლებელია. ტკივილი სუბიექტური რამ არის და ორი ერთი და იგივე მიდამოს ტკივილი, სულაც არ ნიშნავს ერთსა და იმავე დაავადებას. მუცლის ღრუში პირველ რიგში ანთებითი გენეზის ტკივილები უნდა გამოვრიცხოთ, იგულისხმება საყლაპავი, კუჭი, წვრილი და მსხვილი ნაწლავი. ტკივილის მხრივ მეორე რიგში კენჭოვანი დაავადებები უნდა გამოვყოთ და მთელი რიგი ე.წ. ფუნქციური დაავადებები, როდესაც თითქოს ვერ ვიგებთ დაავადების მიზეზს, გამოკვლევებით ორგანოების დაზიანება არ აღინიშნება, მაგრამ ადამიანს ბევრი პათოლოგიური ჩივილი აქვს. ბოლოსთვის შემოვიტოვე სიმსივნური დაავადებები, ამ დროს განვითარებული ტკივილი ასე თუ ისე სტაბილურია და შეცდომა ნაკლებია.

კუჭის წყლული, საქართველოში ყველაზე გავრცელებული დააადებაა, რა არის ამის მიზეზი და რა ასაკის ადამიანებში გვხვდება ის უფრო მეტად?

წყლულოვანი დაავადება ნებისმიერი ასაკის ადამიანებს აღენიშნებათ, თუმცა, ყველაზე ხშირად ახალგაზრდა და შუა ხსნის აქტიურ ასაკში ფიქსირდება. თუ გვხვდება ხანშიშესულ ასაკში, ეს უკვე საფრთხილოა. გავრცელების მიხედვით, წყლულოვანი დაავადება უფრო ჩამორჩება გასტრიტულ პათოლოგიებს და ეს კარგია, რადგან წყლულოვან დაავადებებს უფრო მეტი გართულება აქვს, ვიდრე ბანალურ გასტრიტებს.

რაც შეეხება გამოწვევ მიზეზებს, ბოლო წლებია პირველ ადგილზე ჰელიკობაქტერპილორი დგას, ეს არის ბაქტერია რომელიც ჩვენს კუჭში ცხოვრობს, რომლის პათოლოგიური შტამების ცხოველმყოფელობას მოყვება ის პროცესი, რომლის შედეგადაც ირღვევა კუჭის, ან თორმეტგოჯას ლორწოვანის კვება, ვითარდება მისი იშემია, დაწყლულება, წყლულის გაღრმავება და როდესაც ეს დეფექტი ლორწქვეშა შრესაც მიაღწევს, ამ სტადიიდან დაავადებას ქვია წყლულოვანი დაავადება, რასაც მოსახლეობაში კუჭის წყლულს ეძახიან. თუმცა, საინტერესოა, რომ ეს სინამდვილეში თორმეტ გოჯას წყლულია, კუჭის წყლული უფრო იშვიათად გვხვდება და ეს ძალიან კარგია, რადგან ამ დროს უფრო მეტად სიმსივნეზე ვფიქრობთ, თორმეტგოჯა წყლული კი ძალიან იშვიათად გარდაიქმნება სიმსივნურ პათოლოგიაში.

ჰელიკობაქტერული ინვაზია მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და გადაცემის გზა უამრავია, მასთან ბრძოლა საკმაოდ რთული გამოდგა, მანაც ათასნაირი გარდაქმნა განიცადა, მიეჩვია ბევრი ტიპის მკურნალობას და რთული გახდა მისი მოშორება. წყლულოვანი დაავადების გაჩენას ხელს უწყობს სტრესული გარემო, განსაკუთრებით დასაქმებული ადამიანის აქტიურ პერიოდში. ვეღარ გამოვყოფ, დაავადება უფრო მეტად ქალებშია თუ მამაკაცებში გავრცელებული, ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის განსხვავება აღარ არის. წინათ მამაკაცებში უფრო მეტად იყო, რადგან ალკოჰოლსა და თამბქაქოს უფრო მეტად მოიხმარდნენ.

ცნობილია, რომ წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტირების ერთ-ერთი მთავარი საშუალება არის ენდოსკოპიური კვლევა, თუ არსებობს რაიმე ალტერნატიული მეთოდი?

ენდოსკოპიური კვლევა მთავარ მეთოდად მიიჩნევა წყლულოვანი დაავადების დიანოსტირებისას. აღნიშნული კვლევა აუცილებელია, როდესაც ეჭვობ წყლულოვან დააადებას ან ანთებით პათოლოგიას. ენდოსკოპიის დროს, უმეტეს შემთხვევაში ხდება ბიოფსიური მასალის აღებაც და საოცარი შედეგები შეიძლება მივიღოთ. ენდოსკოპისტი აკეთებს ბიოფსიას და ნახულობს, რომ შორს წასული ანთებითი ცვლილებებია, ბიოფსიის დროს ხდება ასევე ჰელიკობაქტერის აღმოჩენაც. ენდოსკოპიას ვერაფერი შეცვლის გასტრიტისა და დუოდენიტის შემთხვევაში. რა თქმა უნდა, გასტროსკოპია უსიამოვნო პროცედურაა, ეს დამოკიდებულია აპარატის სრულყოფაზე, მკვლევარზე, მის მოხერხებულობაზე და ა.შ. თანამედროვე აპარატების წყალობით მნიშვნელოვნად არის კვლევის დრო შემცირებული – მაქსიმუმ 1-3 წუთი, თუკი ეს ვენური ნარკოზის გარეშე კეთდება. საქართველოში ბევრი კლინიკა გადასულია ნარკოზით შესრულებაზე, ეს აუცილებელია როგორც პაციენტისთვის ისე ექიმისთვის. ეს არ არის პაციენტის კომფორტისთვის, ეს პირველ რიგში სჭირდება ექიმ ენდოსკოპიტს. თუკი პაციენტი ნერვიულობს, არ აცდის ექიმს კვლევა ჩაატაროს და კარგად დაათვალიეროს, შეიძლება შეცდომებიც მოუვიდეს. ვენური ნარკოზით კი ექიმს საკმარისი დრო აქვს საჭიროების დროს ბიოფსიური მასალაც აიღოს და ჩაერიოს კიდეც. რაც შეეხება სხვა მეთოდებს, არსებობს რენდგენოგრაფიული კვლევა, დიდი წყლულების დროს შეიძლება მოგვცეს წარმოდგენა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ის არ იძლევა სრულ სურათს. ბოლო პერიოდში გაჩნდა ულტრაბგერითი კვლევით კუჭის დათვალიერების შესაძლებლობა, მაგრამ ის იმ დონეზე არ არის, რომ წყულოვანი დაავადების დიაგნოზი დავსვათ, წყლულის სახეობაზე ვისაუბროთ და ა.შ. ენდოსკოპია პირველ მეთოდად რჩება.

თერაპევტი გიორგი გვილია გადაცემაში "სტუმრად ექიმთან"

Posted by ავტორადიო /Autoradio 95,1 Fm on 2017 წლის 8 ნოემბერი, ოთხშაბათი

აქვს თუ არა წყლულოვან დაავადებას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი?

მედიცინაში ერთი ზოგადი წესია, თუ პაციენტს ბევრი ჩივილი აქვს, ბევრს მეტყველებს და უამრავ სიმპტომს ჩამოთვლის, აქ ერთი ტიპის პათოლოგიაზე არ არის საუბარი. წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტები რამდენიმე ჩივილს ასახელებენ. კარდინალური ნიშანი ჯერჯერობით არის ტკივილი, თუმცა, მან ხასიათი შეიცვალა, თუკი წლების წინ ვამბობდით, რომ თორმეტგოჯას წყლულის პათოლოგიამ ღამის ტკივილი, კვების შემდეგ ტკივილი იცოდა, და ა.შ. კი, ეს სიმპტომები რჩება, მაგრამ იგივე წყლულოვან დაავადებასაც ახასიათებს. გარდა ტკივილისა, წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში ვითარდება მდგომარეობა, რასაც ჩვენ ფუნქციურ პილოროსტენოზს ვუწოდებთ. აქ ხდება კუჭის გასავალი ნაწილის შეშუპება. ასეთ დროს პაციენტს მოულოდნელი პირღებინება ემართება და ეს ეჭვს აჩენს წყლულოვან დაავადებაზე, თუმცა ასე დიაგნოზის დასმა მაინც არ შეგვიძლია, ამიტომ არის ენდოსკოპიური კვლევა საჭირო.

სადამდე შეიძლება გართულების თვალსაზრისით მიგვიყვანოს კუჭის წყლულმა?

ეს ვერაგი დაავადებაა გართულების მხრივ. არის ე.წ. მუნჯი წყლული, რომელიც არანაირ სიმპტომს არ იძლევა და ეგრევე სიცოცხლისთვის საშიში ისეთი გართულებით გვევლინება, როგორიც არის სისხლდენა. ზოგ შემთხვევაში ეს სულაც არ არის მასიური სისხლდენა, თუმცა წნევის ვარდნითა და კარდიოლოგიური ცვლილებებით გამოიხატება. ბევრ შემთხვეაში მასიური სისხლდენის დროს არ არის პირღებინება, მაგრამ არის შავი განავალი, რაც ნაწლავებში ჩაღვრილი სისხლის გამო ხდება. არის ასევე გართულება პერფორაციით, ანუ როდესაც კუჭისა და თორმეტგოჯას კედლის დარღვევა ხდება, ანუ წყლული ისეთი სიღრმის არის, რომ სამივე შრე გაიარა და შიგთავსი ჩაიღვარა მუცლის ღრუში, ამ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა. არის კიდევ ერთი სახის გართულება, რომელიც წყლულის შეხორცების შემდეგაც რჩება ხოლმე, ეს არის კუჭისა და თორმეტგოჯას მოტორიკის უნარი.

სწორი კვება – რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ეს საკითხი და რა სახის საკვებზეა საუბარი?

კვება გასტროეტეროლოგიური ტრაქტის ნებისმიერი მცირე თუ დიდი დაავადების პათოგენეზში ძალიან დიდ როლს თამაშობს და ვერანაირად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დიეტის როლი უმნიშვნელოა. დიეტა აუცილებელია, რადგან კუჭის აგრესიული მჟავიანობისას ჩნდება შანსი იმისა, რომ განახლდეს დაავადება, მეორადად განვითარდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს ანთებითი პროცესი.

ჩვენ კვებას აღარ ვაქცევთ ყურადღებას, საკვები თანამდროვე ადამიანისთვის იგივე გახდა, რაც ავტომობილში საწვავის ჩასხმის პროცესი. კვებას დროების გამოყოფა სჭირდება, სამჯერადი-ოთხჯერადი კვება დღის განმავლობაში აუცილებელია, საჭიროა საკვების კარგად დაღეჭვა, ისეთი საკვები რაციონიდან უნდა ამოვიღოთ, რომელიც აგრესიულია, მაგალითად მწარე, ან სანელებლებიანი პროდუქტი.

გულძმარვის დროს ზიანდება საყლაპავის ლორწოვანი და ეს ერთი შეხედვით მარტივი დამოკიდებულება ამ სიმპტომთან შესაძლოა,  დიდი გართულებების წინაპირობა იყოს. საკვები უნდა იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. ჩვენს სუფრას თუ გადახედავთ, საკვები რამდენიმე სართულად არის დალაგებული, ამდენი საკვების ერთ ჯერზე მიღება არ შეიძლება. ბევრი ფაფაც კი გადაძაბავს კუჭს. არც ალკოჰოლის ასე სმა არ შეიძლება, როგორც ქართველები ვსვამთ. ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას რა საკვებთან რა სასმელის მიღება შეიძლება. ნიორი და ხახვი მინიმუმზე უნდა დაიყვანოთ, რადგან ისინი წყლულოვან დაავადებას ამწვავებენ, არაფერს ვამბობ ალკოჰოლზე, რომელიც საერთოდ არ შეიძლება. ტკბილეულსა და ცომეულს პირდაპირი ასეთი დამაზიანებელი გავლენა არ აქვს, თუმცა თუკი ცომეული არ არის გამომშრალი, ამ დროს კუჭის მოტორიკა დუნდება, ასეთი საკვები დიდ ხანს რჩება კუჭში, ზედმეტი მუშაობა უწევს კუჭს , რომელიც აიძულებს მას ან ზემოთ წავიდეს, ან ქვემოთ. არ ვამბობ, რომ საერთოდ უარი თქვათ, კარგად დაღეჭეთ. და მინდა ცალკე აღვნიშნო თამბაქო, რომელიც ახალგაზრდა ასაკში კუჭს უფრო მეტად აზიანებს, ვიდრე ფილტვსა და გულს. წყლულოვანი დაავადებების დროს თამბაქო ძალიან ცუდ როლს ასრულებს.

შესაძლებელია თუ არა კუჭის წყლულისგან საბოლოოდ განკურნება?

ეს ისეთი ფატალური დაავადება აღარ არის, როგორც 40-50 წლის წინ იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში მიდგომა შეიცვალა, გამოიცვალა სტატისტიკა, ჰელიკობაქტერის წინააღმდეგ მიმართულმა მკურნალობამ დიდი შედეგები მოგვიტანა და თითქმის 100%-ით არის განკურნება შესაძლებელი, ხოლო ქირურგიული ჩარევა ძალიან იშვიათად არის. თუკი შეხორცდა წყლული, ეს ყველაფრის დასრულებას არ ნიშნავს. წყლულის მორჩენა ნიშნავს იმას, რომ მორჩა ტკივილი, სისხლდენით გართულება, გადავსების შეგრძნება და ა.შ. წყლულის შეხორცება არ ნიშნავს მისი ყველა თანმხლები გასტრიტისა და სხვა სიმპტომის გაქრობას. თუ ჩვენ კვების რეჟიმს არ დავიცავთ, გაართულებს თანმყოლი გასტრიტის მდგომარეობას, რომელიც შემდეგ გასხვავებული სახით წამოვა და შესაძლოა, ეს დისკომფორტი უფრო მძიმე იყოს, ვიდრე წყლულის დროს იყო. პაციენტმა მთელი ცხოვრება უნდა დაიცვას კვების რეჟიმი.

ექსკლუზივი /

|

9 ნოემბერი, 2017

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => giorgi-gvilia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 185803
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => giorgi-gvilia
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 185803
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => giorgi-gvilia
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => giorgi-gvilia
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (185803) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (21081,10720)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 267535
                    [post_author] => 6
                    [post_date] => 2018-07-19 17:00:45
                    [post_date_gmt] => 2018-07-19 13:00:45
                    [post_content] => რა დანიშნულება აქვს საბავშვო სამგზავრო სავარძელს და რეალურად, იცავს თუ არა ის პატარას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. ბოლო დროის უმძიმესმა მოვლენებმა ეგრეთ წოდებული „ქარსითის“ საჭიროებებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუმცა, აქვე გაჩნდა უამრავი კითხვა. მაგალითად იცავს თუ არა ის რეალურად ბავშვს ავტოავარიისას, რა ფორმისა და ზომის უნდა იყოს სავარძელი, როგორ უნდა შეირჩეს ის ასაკის მიხედვით, როგორ უნდა დავსვათ იქ ბავშვი მაქსიმალურად უსაფრთხო კონდიციაში და ბოლოს, რა ვქნათ, როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს ამბობს ავტომობილის სავარძელზე. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტმა ია იაშვილმა ისაუბრეს.

გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშივლმა, რომელმაც კანონით განსაზღვრულ რეგულაციებზე ისაუბრა: 

„მცირეწლოვან მგზავრთა გადაყვანის წესები,  საქართველოს ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით რეგულირდება. ერთია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კონკრეტულად 127 პრიმა ერთი მუხლი, სადაც საუბარია ზოგადად სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის საკითხზე და კონკრეტულად ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევაზე, რაც იწვევს ფულად ჯარიმას 40 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკანონმდებლო ნორმა ეს არის, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი სადაც 26 მუხლი უფრო კონკრეტულად არის განმარტებული და მკაფიოდ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს   სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან რაიმე სხვა დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას. ამ რეგულაციით გაწერილი ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით. ნორმების აღსრულების საკითხს რაც შეხება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესებში არის აღმასრულებელი ორგანო, მისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ნორმების აღსრულება, ეს მიმდინარე პროცესია. მაგალითისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ივლისადმე საპატრულო დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოიწერა 3520 ჯარიმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების მსოფლმხედველობაზე, მათი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის საკითხზე და ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ აქტიურად მიმდინარეობს შსს-ს მხრიდან აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, თითოეული მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია მაქსიმალურად დაიცვან მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი ნორმები“



როგორი უნდა იყოს საბავშვო სავარძელი, როგორ შევარჩიოთ სწორად და როგორ გამოვიყენოთ?

ეკა ლალიაშვილი:

ჩემი მთავარი მოტივაციაა, ეს გადაცემა მოისმინონ მშობლებმა, რადგან უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, როგორ გავუფრთხილდეთ შვილებს ტრანსპორტით გადაყვანისას და აქ კანონის არსებობას თუ არ არსებობას, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება,  რადგან ეს ეხება ყველაზე ძვირფას ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში.

როდესაც დღეს კანონს განვიხილავთ, დიახ  26 მუხლში არის გაწერილი, 3 წლამდე ბავშვების გადაყვანის რეგულაცია, მაგრამ, ასევე არის მერვე პუნქტი, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ზის უკანა სავარძელზე და შეკრული აქვს ღვედი, 3 წლამდე ბავში შეუძლია კალთაში ჩაისვას. წარმოვიდგინოთ ეს მდგომარეობა და გავიაზროთ, თუ მოხდება შეჯახება, როგორ წარმოგვიდგენია, ბავშვი რამდენად გადარჩება? შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი ხდება ადამიანის წონა, მათ შორის ბავშვის და წარმოუდგენელია ზრდასრულმა ხელში დაიჭიროს ეს ბავშვი. აქედან გამომდინარე ეს პუნქტი ამოსაღებია საკანონმდებლო ჩარჩოდან და უფრო მეტიც, 0 - დან 12 - წლამდე ბავშვებისთვის უნდა ხდებოდეს ამ ნორმის კანონით დარეგულირება.

საერთაშორისო პრაქტიკით, დაახლოებით 100 ქვეყანა სარგებლობს კანონით, რომ სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის გადაყვანა არ შეიძლება. 135-150 სმ - ის სიმაღლის მოზარდზეა საუბარი.

სავარძლები სხვადასხვა კატეგორიის არის რა თქმა უნდა,  ბავშვის ზომის მიხედვით განისაზღვრება.  ძირითადად ოთხი კატეგორიის სავარძელი არსებობს და მშობელი თავად განსაზღვრავს, ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით, რომელი ესაჭიროება მას.

მინდა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბოლო კატეგორია, რომელსაც ”ბუსტერს” ვეძახით,  ბალიშივით ასამაღლებელია, ძალიან იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, 30 ლარის ფარგლებში. რატომღაც ყველას გონია, რომ სავარძლები ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში შესაძლებელია ამ ბუსტერის გამოყენება. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და გარდა იმისა, რომ სწორად უნდა შევარჩიოთ სავარძელი, დამონტაჟების წესებიც უნდა დავიცვათ. ევრორეგულაციის მიხედვით, თანამედროვე წესები და სისტემებია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავარძელი  ხშირ შემთხვევაში 60-70 % -მდე იცავს ბავშვებს დაზიანებისგან.

ამას წინათ ყველამ ვნახეთ შემთხვევა, როდესაც ახალშობილი ტყუპები ნამდვილად სავარძლებში იყვნენ მოთავსებული, მაგრამ შესაძლოა არასწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა გამოიწვია ფატალური შემთხვევა.



როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს აბბობს სამგზავრო სავარძელში მოთავსებაზე, მიუთითებს თუ არა ეს, რომ ბავშვს აქვს ქცევითი პრობლემა და მას სჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება?

ია იაშვილი:

მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომაზე უარის თქმა, არ არის გარკვეულ დარღვევასთან დაკავშირებული. ეს უფრო მეტად მიუთითებს იმას, რომ ბავშვს გამოცდილება არ აქვს მსგავსი ტიპის სავარძელში ჯდომის.

მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რაც შეიძლება ადრე, მცირე ასაკიდან მოათავსონ ბავშვები სავარძელში,  ეს მდგომარება მისთვის ბუნებრივი გახდება და წინააღმდეგობასაც ნაკლებად გაუწევს მშობელს. ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რამდენად ღირებულია ბავშვის სავარძელში ჯდომა, გვირჩევნია, რომ აპროტესტებდეს და დაცულად იჯდეს, თუ მშვიდად, მაგრამ დაუცველად მგზავრობდეს.

კონკრეტული რეკომენდაციები როგორია, როდესაც ძალიან აქტიური ბავშვისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენიმე საათი ერთ კონდინციაში ჯდომა? რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამ ჩვევის განვითარებაში დავეხმაროთ?

ია იაშვილი:

ბავშვის განვითარების ხაზი, ფიზიკური განვითარებიდან იწყება ასე – ჩვილი არის ძალიან მშვიდი, წყნარი რაც უფრო იზრდება  ბავშვის ასაკი, აქტიურობაც იზრდება, იწყებს ხოხვას, სიარულს, მოქნილობა მეტია, მერე უკვე ხტუნვას და ა.შ. შემდგომ 6 წლის ასაკიდან, აქტიურობა უფრო დუნე რეჯიმში გადადის და სწავლისთვის არის ორიენტირებული. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასაკობრივი ნორმა და ვიცოდეთ, ჩვენი შვილი განვითარების რა პერიოდშია და რამდენად შეუძლია კონცენტრირების მოხდენა გარკვეულ აქტივობაზე.  მნიშვნელოვანია, მშობელმა ისეთი აქტივობები შესთავაზოს ბავშვს რაც მისთვის საინტერესო და ღირებულია.

1,5 – 2 წლის ბავშვის გაჩერება ძალიან ძნელია, მესმის მშობლების, რეკომენდაცია ასეთია: დაახლოებით საათი - საათნახევრის შემდეგ შეაჩერონ ავტომობილი და მისცენ ბავშვს გამოძრავების საშუალება, მას სხვა ენერგია აქვს და ეს რაღაცნაირად უნდა დახარჯოს. მისი ძვლებისა და ხერხემლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზა შეიცვალოს. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული თამაშები შემუშავებული ბავშვისთვის მგზავრობის დროს, 3 წლის ასაკში ისინი უფრო მეტად კოგნიტურად ვითარდებიან, ვიდრე პატარები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის ტელეფონი, რადგან ეს ხელს უშლის მათ განვითარებას.

გასაგებია რომ მშვიდად ზის ბავშვი, უსაფრთხოდ მგზავრობს, მაგრამ 5 საათის განმავლობაში რომ უჭირავს ტელეფონი რა შემეცნებითი ღირებულების მატარებელია ეს პროცესია? ამაზე უნდა დაფიქრდეს მშობელი, უღირს კი 5 საათი ბავშვი გააჩეროს, მაგრამ ტექნიკამ მომავალში რიგი პრობლემები გამოიწვიოს.

ასეთ შემთხვევაში წახალისების მეთოდიც გამართლებულია, რომელიც ვაჭრობაში არ უნდა შეგვეშალოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ გარკვეულ წესებს დაემორჩილება, იგი აუცილებლად მიიღებს სასიამოვნო ჯილდოს.  მშობელი უნდა ეცადოს , რომ ბავშვთან იყოს პოზიტიური, ასწავლოს ინსტრუქციების შესრულება და ამ ყველაფერს დადებითი ფონი ახლდეს.  ჩვენ ამას განმტკიცებას ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ქცევებს მოყვება დადებითი ემოცია და ეს ახალისებს ბავშვის  სწორ ქცევას.

როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და უსაფრთოებას ეხება საქმე, მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად კატეგორიული. ბავშვს, მიუხედავად ტირილისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეიკრას ღვედი, დაჯდეს სავარძელში. ეს არის კანონი, წესი, მშობელმა თავიდანვე უნდა ასწავლოს ბავშვს კანონმორჩილება.



ეკა ლალიაშვილი:

ზოგადად არ არის რეკომენდებული სავარძელში 2 საათზე მეტი დაყოვნება, აქედან გამომდინარე მშობლებმა მცირე წლოვანის გადაყვანისას რაღაც პერიოდულობით შეასვენონ.

ერთი რეცეპტი არ არსებობს, სხვადასხვა ხასიათის და კატეგორიის ბავშვებთან მიდგომისას, მაგრამ ყველა მშობელმა იცის, როგორ მიუდგეს თავის შვილს. ”ქარ სითი”  სასჯელი არ უნდა იყოს ბავშვებისთვის, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ ლამაზ ფერად სავარძელში ჩაჯდომა. მშობელმა უნდა შექმნას საამისო პირობები.

სტატისტიკის მიხედვით, რამდენად შედეგიანია სავარძლის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს?

ეკა ლალიაშვილი:

მინდა აღვნიშნო, რომ 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელში ჯდომა ჯარიმდება და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია, მაგრამ რამდენად კონტროლდება ბავშვი სავარძელშია თუ არა მოთავსებული სალონის უკანა ნაწილში, ეს სადაოა. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონში არ არის მკაფიო ჩანაწერი, კალთაში ჩასმის ალტერნატივას გვთავაზობს კანონი. ჩვენ ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებითად, პარლამენტთან, იურიდიულ კომიტეტთან.  მათი მხრიდან აღსანიშნავია საკმაოდ დიდი მოტივაცია. ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში ვართ და საშემოდგომო სესიაზე ღრმად მჯერა, რომ გავიტანთ არგუმენტირებულ  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ კანონპროექტს და წლის ბოლოს გამართული და აღსრულებადი კანონი გვექნება.

ია იაშვილი:

ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ცოდნა და ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს სავარძლის გამოყენება, სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამბობს, რომ არ გაუგია ამ თემაზე არაფერი. თუ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებს მშობლებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ და მეტი იცოდნენ ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანაზე.



შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების გადაჭარბებული სურვილი საჭესთან ჯდომის, განპირობებული იყოს იმ მულტფილმებითა და თამაშებით, რომლითაც ბავშვები ხშირად ერთობიან? 

ია იაშვილი:

ცალსახად იმის თქმა, რომ გარკვეული გაჯეტები განაპირობებს ამ სურვილებს, რთულია. ეს უფრო მეტად შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ბავშვი ხედავს, რას აკეთებს მისი მშობელი. პატარა ასაკში ბავშვები სწავლობენ ერთმანეთისგან და მშობლებისგან. უფროსი ადამიანი არის მოდელი ბავშვისთვის.  სწორად უნდა აღიქვას ეს ფაქტი მშობელმა და არ უნდა მოხდეს დატუქსვა, ყვირილი, აკრძალვა. როგორც კი მართვა დასრულდება, შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება დაათვალიეროს საჭე, დაატრიალოს, დაიკმაყოფილოს ინტერესი.

როგორია საერთაშორისო ტენდენცია და ასევე  საინტერესოა როგორია რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში?

ეკა ლალიაშვილი:

პირველ რიგში სასკოლო ავტობუსებში უნდა იყოს უსაფრთხოების ღვედები,  თუ ბუსტერების საშუალებაა, ეს უფრო მეტად იცავს ბავშვებს.

საკანონმდებლო ჩარჩოზე და ცვლილებებზე საუბრისას ვითვალისწინებთ საერთაშორისო  პრაქტიკას, რომ ყველგან ვერ იქნება სავარძლები ავტობუსი იქნება ეს თუ სამარშუტო ტაქსი, მაგრამ ტაქსის კომპანიები თუ კანონის გარეშეც გამოიყენებენ ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით, ძალიან კარგი იქნება.

არსებობს გაეროს 129 რეგულაცია, რომელიც  არა მხოლოდ ზომას და წონას, დამაგრების წესებსაც მკაცრად არეგულირებს და საკმაოდ მაღალი სანქციებიც არის დაწესებული ევროპაში და ამერიკაში კანონდარღვევის შემთხვევაში.  ეს მიუთითებს რომ, ამ ქვეყნებში აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვსურს, რომ ამას მივაღწიოთ.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ცუდ ტონად ითვლება, ადამიანის რეპუტაციას ლახავს, მოქმედებს სამსახურეობრივ საქმეებსა თუ დაზღვევის საკითხებზე.  ისინი ძალიან უფრთხილდებიან  საკუთარ რეპუტაციას და ძალიან ფრთხილები არიან საჭესთან, ჩვენთან ამ რანგში არ გვაქვს ეს საკითხი აყვანილი, მაგრამ ვიბრძვით რომ ასე იყოს.

რა ფორმით და სად შეუძლია მშობელს ამომწურავი ინფორმაციის მიღება ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით?

ეკა ლალიაშვილი:

ჩვენ ვიცით, რომ 150 სმ სიმაღლის ბავშვს სჭირდება სავარძელი, როდესაც შეიძენთ ამ სავარძელს ინსტრუქცია მოყვება დამონტაჟების შესახებ, ასევე კონსულტანტისგან მოითხოვოვეთ ინფორმაცია. ინტერნეტშიც არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ამ ინფორმაციის მიღება მოგვინდეს.

მშობელს არც კი მოუვა აზრად, რადგან კანონი არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ  სამშობიაროდან ვერ გაიყვან ბავშვს, თუ სამგზავრო სავარძელში არ ჩასვი. ეს ტენდენცია ნელ-ნელა უნდა დიანერგოს და სამედიცინო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ კამპანიაში.

ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ ორგანიზაციების თემა არ არის, ეს ყველამ უნდა წამოწიოს წინ და გააკეთოს აქცენტი, რათა მომავალი თაობები გადავარჩინოთ.

სტატისტიკის მიხედვით წლის განმავლობაში დაახლოებით 23 ბავშვი იღუპება და მათ შორის 12 მგზავრის ამპლუაშია.  თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე იმ გზით რომ მოვათავსოთ სავარძელში ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.



როდესაც არაფერი გამოგვდის და ჭიდილში ვერ ვიმარჯვებთ ბავშვთან ალბათ დროა მივმართოთ სპეციალისტს?

ია იაშვილი:

თუ მშობელი გააცნობიერებს, რომ ხდება ზედმეტი აგრესია, ყოველ ჯერზე ბავშვის გაღიზიანება, ჭიდილი და ჭიდაობა, მნიშვნელოვანია ბავშვის  ქცევის თერაპევტს თუ ჩააყენებს საქმის კურსში და თხოვს მას გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც ზოგადად ქცევის მართვასთან არის დაკავშირებული.

ბავშვის განვითარების ინსტიტუტს აქვს ორი მიმართულება, ერთი არის კონსულტაცია და რეკომენდაციები მშობლებისთვის, მეორე არის უამრავი მიმართულების ტრენინგი მშობლებისთვის,   ერთ-ერთი არის ”პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვებთან”  რაც ასწავლის მშობელს, ბავშვთან ურთიერთობისას, როგორ მივიდნენ სასურველ შედეგამდე.

აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა სავარძლის არჩევაში, მან თავად უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.  ასაკი გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა, მაგრამ 1 წლის ბავშვს, თუნდაც ფერის მიხედვით შეიძლება შევარჩევინოთ ”ქარ სითი”,  შეიძლება რაიმე სტიკერი ქონდეს ან ჩვენ თავად მივაკრათ, საინტერესო და სახალისო უნდა გახდეს ეს პროცესი.  ხშირად  ჩვენ არ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას სად მიგვყავს, რამდენი ხნით, უმჯობესია მშობელმა მგზავრობამდე 10-15 წუთით ადრე აუხსნას ბავშვს, თუ რამდენი ხანი მოუწევთ მგზავრობა, სად მიდიან.  ეს მეთოდი ინფორმაციას აწვდის და შფოთვას უმცირებს ბავშვს.

დღეს უამრავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, თუ სად შეიძინონ სამგზავრო სავარძლები, ბაზრობა იქნება, მაღაზია თუ ინტერნეტი. საკმაოდ დიდი არჩევანია იმისათვის, რომ ბავშვისთვის საინტერესო ვერსიის შეძენა მოახერხონ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

[audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/18-ivlisi-ekimi.mp3"][/audio]
                    [post_title] => SOS მშობლებო! აუცილებლად ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში! - სპეციალისტების რეკომენდაციები
                    [post_excerpt] => 
                    [post_status] => publish
                    [comment_status] => closed
                    [ping_status] => closed
                    [post_password] => 
                    [post_name] => sos-mshoblebo-aucileblad-chasvit-bavshvebi-samgzavro-savardzlebshi-specialistebis-rekomendaciebi
                    [to_ping] => 
                    [pinged] => 
                    [post_modified] => 2018-07-19 17:13:52
                    [post_modified_gmt] => 2018-07-19 13:13:52
                    [post_content_filtered] => 
                    [post_parent] => 0
                    [guid] => http://fortuna.ge/?p=267535
                    [menu_order] => 0
                    [post_type] => post
                    [post_mime_type] => 
                    [comment_count] => 0
                    [filter] => raw
                )

            [1] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 265088
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-12 16:41:26
                    [post_date_gmt] => 2018-07-12 12:41:26
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა.

ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე?

თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება.

გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში.

აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ.



წონის პრობლემ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო  შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ?

შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან.

რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას?

მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას.

ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ.

უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან.

სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას.



რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო...

 როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.
დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.
დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.
დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?  ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.  შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების. დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად.. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები. რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/ გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-lasha-uchava.mp3"][/audio] [post_title] => დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dukanis-dietis-sashishi-mkhareebi-da-rchevebi-wonashi-jansaghad-daklebis-msurvelebs-lasha-uchavas-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-12 17:40:18 [post_modified_gmt] => 2018-07-12 13:40:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=265088 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 262380 [post_author] => 6 [post_date] => 2018-07-05 15:25:55 [post_date_gmt] => 2018-07-05 11:25:55 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე. რუჯი კანზე, მადის დაკარგვა და დასვენება სოფლად - ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რატომ არის ასეთი საშიში მაღალი ტემპერატურა ბავშებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის? ზაფხულის ცხელი დღეები არ არის იშვიათი ჩვენთვის და ჩვენ მეტნაკლებად ადაპტირებული ვართ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ გაუწყლოვნების რისკია მაღალი. რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მის ორგანიზმში მით უფრო დიდი რაოდენობით არის წყალი და აორთქლების რისკიც მაღალია, სწორედ ამიტომ დედებს ვურჩევ, რომ პატარები დატვირთონ რაც შეიძლება მეტი სითხით, განსაკუთრებით წყლით და არა გაზიანი სასმელებით და ხილის წვენებით, მათ თავისი უარყოფითი გვერდითი მხარეები აქვს. პირველ რიგში გაუწყლოვნების პრევენცია არის სუფთა სასმელი წყალი და მეორე, ელექტროლიტური, რეჰიდრატაციული ხსნარი, რომელიც ძალიან ფართოდ მოიპოვება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივები რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, მაგრამ დღის 10 სთ-დან საღამოს 6-7 სთ-მდე  მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვები მზის სხივებს, სასარგებლოსთან ერთად ულტრაიისფერ სხივებს უამრავი გვერდითი საზიანო მხარეები აქვს, განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში მზის პირდაპირი ზემოქმედება მკვეთრად ზრდის მელანომის, კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს, ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ბავშვები მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, თუ მაინც უნდა გაიყვანოთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები, რომლის მოხმარებასაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს, გაყვანამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა დაიტანოთ სხეულის ხილულ ნაწილებზე, სახე, ზედა და ქვედა კიდურებზე. მზისგან დამცავების საბავშვო ფორმები ჰიპოალერგიულია, უსაფრთხოა და ადაპტირებულია ბავშვის კანთან.
ბავშვმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, შესთავაზეთ ყოველ 5-10 წუთში,თუ გარეთ ხართ და გარემოს ტემპერატურა მაღალია, უფრო ხშირად უნდა შესთავაზოთ სითხე, რადგან სითხის დანაკარგი არა მხოლოდ ოფლით ხდება, ასევე სუნთქვის დროს, ბავშვის სუნთქვის სიხშირე  კი გაცილებით უფრო ხშირია ვიდრე მოზრდილის.
მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, აუცილებელი პირობა უბრალო სასმელი წყლის მიღებაა. გაზიანი სასმელი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სასმელ წყალს, თუნდაც ეს იყოს მინერალური გაზიანი წყლები. რაც შეეხება სითხეს და წყლის მიღებას, შესაძლოა თუ არა, წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე? გაზიანი სასმელები ორ ჯგუფად იყოფა, ტკბილი და მინერალური სასმელები. თვითონ გაზს აქვს გვერდითი მოვლენები, დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება იწვევს გასტრიტებს, გულძმარვებს. თუ სხვა ალტერნტივა არ არსებობს, ჯობია სახლში დამზადებული კომპოტის სახით შევთავაზოთ სითხის მიღება ან გაზგასული მინერალური წყალი, თუ ესეც არ გამოდის, იყოს შედარებით ნაკლებგაზიანი ტკბილი სასმელი. გაზი აფუჭებს კბილის ემალს და უმჯობესია შევთავაზოთ საწრუპი ჩხირებით, ამ გზით ემალის დაზიანების რისკი კლებულობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტკბილ, გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობა თვრამეტჯერ მეტია, ვიდრე სახლში დამზადებულ უშაქრო კომპოტებში. მშობელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე გირჩევთ, რომ საერთოდ ნუ დააგემოვნებინებთ ასეთ სასმელებს, მაქსიმალურად გაწელეთ დრო სანამ ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის გემოს გაიგებს, რადგან შემდეგ წყლის მიმართ ინტერესი ეკარგებათ. მზის სხივებისგან ორგანიზმი ბუნებრივი გზით იღებს დ ვიტამინს, თუ ჩვენ მოვერიდეთ მზეს, კანი არ მიიღებს რუჯს,  მზე არ მოვა ჩვენამდე, საიდან მივიღებთ დ ვიტამინს? ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციების აფიშირებას ვუკეთებ იმის თაობაზე, რომ სეზონის მიუხედავად დ ვიტამინის მიღება ყოველდღიურად არის აუცილებელი. მზის სხივის ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის 3 სთ-მდე 15 წუთს მაინც გაატარებს მზის გულზე ბავშვი, მოშიშვლებული კიდურებითა და სახით. რაც უფრო მუქი შეფერილობის კანი აქვს ბავშვს, მით უფრო დიდია მზეზე დაყოვნების აუცილებლობა. ამავდროულად, რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მით უფრო დიდია მელანომის რისკი, აქედან გამომდინარე ვურჩევ ყველას, რომ ხელოვნური გზით მიიღონ ვიტამინ დ და არა რუჯის სახით. რუჯი, რომელიც დამცავის მიუხედავად მიიღება მცირე სახით, ამას მივესალმები, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვილებში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს, დამცავ წასმულ ბავშვებს ეტლიდან რაც ჩანს, კიდურის მცირე ნაწილი იქ მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა განვითარებიათ, მზეზე ძალიან მოკლე ხნიანი დაყოვნების შედეგად. თბილისის პოპულარული აუზები, არის თუ არა ეს სხეულის გაგრილების კარგი საშუალება. იმ ფონზე როდესაც იქ ფიქსირდება დასაშვებზე მეტი რაოდენობის ადამიანი და დაბინძურებული წყალი, რომელსაც არავინ ამოწმებს? სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაუცველობა მკვეთრად ზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარების მხრივ. ვურჩევ, რომ ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვებს ინდივიდუალი აუზები შეურჩიონ, წყლით გაკაჟება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად დღის მეორე ნახევარში. ძალიან რთულია ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა, რადგან რაც უფრო ჩვილია ბავშვი უცხო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი უფრო დიდია, საშუალოდ 5-7 დღე, ჩვენი არდადეგების პერიოდი 10-14 დღით შემოიფარგლება და შესაბამისად მხოლოდ ადაპტაციისთვის არის ხოლმე საკმარისი დასვენება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ მშობლებს, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მოარიდონ სიცხეს და მთის კურორტებზე წაიყვანონ, ბუნებაში დასვენება არაჩვეულებრივია. ბევრი კითხულობს ღირს თუ არა კონდინციონერის დამონტაჟება სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია, ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას მოგვცემთ? თუ გაუსაძლისი სიცხეა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია, უმჯობესია კონდინციონერის გამოყენება. სასურველია, რომ დამონტაჟებული იყოს სხვა ოთახში და სახლის მთლიანი ტემპერატურა დაბალანსებული იყოს. კონდინციონერი ხანდახან არის ინფექციის წყარო, ატრიალებს არაფილტრირებულ ჰაერს, ეს რისკი არის, მაგრამ ზოგადად, უმჯობესია გაგრილდეს ბავშვი, ვიდრე 40 გრადუსი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იყოს. რას გვეტყვით მადის დაკარგვაზე, რომელიც ხშირი პრობლემაა ზაფხულში? ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც. სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის. ასევე საკმაოდ აქტუალური თემაა, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, სად გადის ზღვარი სწორ დასვენებას და სწორ არჩევანს შორის? სოფლად გაზრდილი ბავშვისთვის კურორტი აუცილებელი არ არის, ბევრი სიმწვანე და ჟანგბადია სოფლად, გარემოს შეცვლა ცუდი არ არის, მაგრამ არც აუცილებლობაა. რაც შეეხებად ქალაქის ბავშვებს, მათ ჟანგბადის დეფიციტში უწევთ ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში და მათი გაყვანა სასურველი და აუცილებელია. რომელი კურორტია კარგი ამის თქმა რთულია, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემა არ აქვს, ყველა კურორტი კარგია, მთაც და ზღვაც. ზღვის კურორტებზე რაც პატარაა ბავშვი ადაპტაციის პრობლემა ჩნდება, შესაბამისად მშობელმაც და ბავშვმაც ერთნაირად რომ დაისვენონ, უმჯობესია მთიანი კურორტები ამჯობინონ. შეარჩიონ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე განთავსებული კორორტები, სადაც უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობაა ჰაერში ვიდრე დაბალ კორორტებზე. რამდენია, მინიმალური დრო ჰაერის გამოცვლისთვის და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე , რომ იმუნიტეტი ბოლომდე აღიდგინოს? გააჩნია სად მიგყავთ ბავშვი, ადაპტაცია განსხვავებულია ზღვის და მთის კურორტებზე, თუ 10 დღით მიდიხართ ზღვის კურორტზე ეს საკმარისი არ არის, რადგან დიდი დრო ჭირდება ადაპტაციას და ასეთი მცირე ხნიანი დასვენება უფრო მეტად სტრესულია პატარასთვის. საზღვაო კურორტებზე გაუწყლოების რისკი უფრო დიდია, მზისგან დამცავის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. რაც შეეხება მთის კურორტებს, ადაპტაციას უფრო მალე გადის ბავშვი და უფრო უმტკივნეულოდაც.  ყველა ეს კომპონენტი გასათვალისწინებელია და ყველა ეს რჩევა ყურადღებული უნდა იქნას, რათა დედამაც და ბავშვმაც ხარისხიანად დაისვენოს. [gallery columns="4" link="file" ids="262431,262433,262430,262432"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-eka-uberi.mp3"][/audio]   [post_title] => როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-moviqcet-gausadzlisi-sickhis-dros-eka-uberis-rekomendaciebi-mshoblebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-05 15:29:24 [post_modified_gmt] => 2018-07-05 11:29:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=262380 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 267535 [post_author] => 6 [post_date] => 2018-07-19 17:00:45 [post_date_gmt] => 2018-07-19 13:00:45 [post_content] => რა დანიშნულება აქვს საბავშვო სამგზავრო სავარძელს და რეალურად, იცავს თუ არა ის პატარას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. ბოლო დროის უმძიმესმა მოვლენებმა ეგრეთ წოდებული „ქარსითის“ საჭიროებებში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, თუმცა, აქვე გაჩნდა უამრავი კითხვა. მაგალითად იცავს თუ არა ის რეალურად ბავშვს ავტოავარიისას, რა ფორმისა და ზომის უნდა იყოს სავარძელი, როგორ უნდა შეირჩეს ის ასაკის მიხედვით, როგორ უნდა დავსვათ იქ ბავშვი მაქსიმალურად უსაფრთხო კონდიციაში და ბოლოს, რა ვქნათ, როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს ამბობს ავტომობილის სავარძელზე. ამ თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის სპეციალისტმა ია იაშვილმა ისაუბრეს. გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშივლმა, რომელმაც კანონით განსაზღვრულ რეგულაციებზე ისაუბრა: „მცირეწლოვან მგზავრთა გადაყვანის წესები,  საქართველოს ორი საკანონმდებლო ნორმატიული აქტით რეგულირდება. ერთია  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, კონკრეტულად 127 პრიმა ერთი მუხლი, სადაც საუბარია ზოგადად სატრანსპორტო საშუალებით მგზავრთა გადაყვანის საკითხზე და კონკრეტულად ბავშვთა გადაყვანის წესების დარღვევაზე, რაც იწვევს ფულად ჯარიმას 40 ლარის ოდენობით, ხოლო მეორე საკანონმდებლო ნორმა ეს არის, საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონი სადაც 26 მუხლი უფრო კონკრეტულად არის განმარტებული და მკაფიოდ წერია, რომ 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას აუცილებლად გამოყენებული უნდა იყოს   სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან რაიმე სხვა დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას. ამ რეგულაციით გაწერილი ნორმების დაუცველობის შემთხვევაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით. ნორმების აღსრულების საკითხს რაც შეხება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის წესებში არის აღმასრულებელი ორგანო, მისი პასუხისმგებლობაა აღნიშნული ნორმების აღსრულება, ეს მიმდინარე პროცესია. მაგალითისთვის 2018 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 1 ივლისადმე საპატრულო დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოიწერა 3520 ჯარიმა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევა ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენი მოქალაქეების მსოფლმხედველობაზე, მათი თვითშეგნების და პასუხისმგებლობის საკითხზე და ყველამ უნდა გაითავისოს ერთი რამ, მიუხედავად იმისა რომ აქტიურად მიმდინარეობს შსს-ს მხრიდან აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევების გამოვლენა და აღკვეთა, თითოეული მშობლის პირადი პასუხისმგებლობის საკითხია მაქსიმალურად დაიცვან მცირეწლოვანი ბავშვის უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი ნორმები“ როგორი უნდა იყოს საბავშვო სავარძელი, როგორ შევარჩიოთ სწორად და როგორ გამოვიყენოთ? ეკა ლალიაშვილი: ჩემი მთავარი მოტივაციაა, ეს გადაცემა მოისმინონ მშობლებმა, რადგან უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ, როგორ გავუფრთხილდეთ შვილებს ტრანსპორტით გადაყვანისას და აქ კანონის არსებობას თუ არ არსებობას, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება,  რადგან ეს ეხება ყველაზე ძვირფას ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც დღეს კანონს განვიხილავთ, დიახ  26 მუხლში არის გაწერილი, 3 წლამდე ბავშვების გადაყვანის რეგულაცია, მაგრამ, ასევე არის მერვე პუნქტი, რომელიც ალტერნატივას გვთავაზობს და გვეუბნება, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ზის უკანა სავარძელზე და შეკრული აქვს ღვედი, 3 წლამდე ბავში შეუძლია კალთაში ჩაისვას. წარმოვიდგინოთ ეს მდგომარეობა და გავიაზროთ, თუ მოხდება შეჯახება, როგორ წარმოგვიდგენია, ბავშვი რამდენად გადარჩება? შეჯახების დროს 10-ჯერ მეტი ხდება ადამიანის წონა, მათ შორის ბავშვის და წარმოუდგენელია ზრდასრულმა ხელში დაიჭიროს ეს ბავშვი. აქედან გამომდინარე ეს პუნქტი ამოსაღებია საკანონმდებლო ჩარჩოდან და უფრო მეტიც, 0 - დან 12 - წლამდე ბავშვებისთვის უნდა ხდებოდეს ამ ნორმის კანონით დარეგულირება. საერთაშორისო პრაქტიკით, დაახლოებით 100 ქვეყანა სარგებლობს კანონით, რომ სამგზავრო სავარძლის გარეშე ბავშვის გადაყვანა არ შეიძლება. 135-150 სმ - ის სიმაღლის მოზარდზეა საუბარი. სავარძლები სხვადასხვა კატეგორიის არის რა თქმა უნდა,  ბავშვის ზომის მიხედვით განისაზღვრება.  ძირითადად ოთხი კატეგორიის სავარძელი არსებობს და მშობელი თავად განსაზღვრავს, ბავშვის წონისა და სიმაღლის მიხედვით, რომელი ესაჭიროება მას. მინდა მშობლებმა იცოდნენ, რომ ბოლო კატეგორია, რომელსაც ”ბუსტერს” ვეძახით,  ბალიშივით ასამაღლებელია, ძალიან იაფია, ყველასთვის ხელმისაწვდომი, 30 ლარის ფარგლებში. რატომღაც ყველას გონია, რომ სავარძლები ძალიან ძვირია, მაგრამ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით 7-8 წლის ასაკში შესაძლებელია ამ ბუსტერის გამოყენება. მთავარია ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის და გარდა იმისა, რომ სწორად უნდა შევარჩიოთ სავარძელი, დამონტაჟების წესებიც უნდა დავიცვათ. ევრორეგულაციის მიხედვით, თანამედროვე წესები და სისტემებია შემუშავებული, რომლის მიხედვითაც სავარძელი  ხშირ შემთხვევაში 60-70 % -მდე იცავს ბავშვებს დაზიანებისგან. ამას წინათ ყველამ ვნახეთ შემთხვევა, როდესაც ახალშობილი ტყუპები ნამდვილად სავარძლებში იყვნენ მოთავსებული, მაგრამ შესაძლოა არასწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა გამოიწვია ფატალური შემთხვევა. როდესაც ბავშვი კატეგორიულად უარს აბბობს სამგზავრო სავარძელში მოთავსებაზე, მიუთითებს თუ არა ეს, რომ ბავშვს აქვს ქცევითი პრობლემა და მას სჭირდება ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება? ია იაშვილი: მხოლოდ სავარძელში ჩაჯდომაზე უარის თქმა, არ არის გარკვეულ დარღვევასთან დაკავშირებული. ეს უფრო მეტად მიუთითებს იმას, რომ ბავშვს გამოცდილება არ აქვს მსგავსი ტიპის სავარძელში ჯდომის. მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა რაც შეიძლება ადრე, მცირე ასაკიდან მოათავსონ ბავშვები სავარძელში,  ეს მდგომარება მისთვის ბუნებრივი გახდება და წინააღმდეგობასაც ნაკლებად გაუწევს მშობელს. ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რამდენად ღირებულია ბავშვის სავარძელში ჯდომა, გვირჩევნია, რომ აპროტესტებდეს და დაცულად იჯდეს, თუ მშვიდად, მაგრამ დაუცველად მგზავრობდეს. კონკრეტული რეკომენდაციები როგორია, როდესაც ძალიან აქტიური ბავშვისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რამდენიმე საათი ერთ კონდინციაში ჯდომა? რა გავაკეთოთ იმისთვის რომ ამ ჩვევის განვითარებაში დავეხმაროთ? ია იაშვილი: ბავშვის განვითარების ხაზი, ფიზიკური განვითარებიდან იწყება ასე – ჩვილი არის ძალიან მშვიდი, წყნარი რაც უფრო იზრდება  ბავშვის ასაკი, აქტიურობაც იზრდება, იწყებს ხოხვას, სიარულს, მოქნილობა მეტია, მერე უკვე ხტუნვას და ა.შ. შემდგომ 6 წლის ასაკიდან, აქტიურობა უფრო დუნე რეჯიმში გადადის და სწავლისთვის არის ორიენტირებული. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა ასაკობრივი ნორმა და ვიცოდეთ, ჩვენი შვილი განვითარების რა პერიოდშია და რამდენად შეუძლია კონცენტრირების მოხდენა გარკვეულ აქტივობაზე.  მნიშვნელოვანია, მშობელმა ისეთი აქტივობები შესთავაზოს ბავშვს რაც მისთვის საინტერესო და ღირებულია. 1,5 – 2 წლის ბავშვის გაჩერება ძალიან ძნელია, მესმის მშობლების, რეკომენდაცია ასეთია: დაახლოებით საათი - საათნახევრის შემდეგ შეაჩერონ ავტომობილი და მისცენ ბავშვს გამოძრავების საშუალება, მას სხვა ენერგია აქვს და ეს რაღაცნაირად უნდა დახარჯოს. მისი ძვლებისა და ხერხემლისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ პოზა შეიცვალოს. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული თამაშები შემუშავებული ბავშვისთვის მგზავრობის დროს, 3 წლის ასაკში ისინი უფრო მეტად კოგნიტურად ვითარდებიან, ვიდრე პატარები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 3 წლამდე ბავშვებისთვის ტელეფონი, რადგან ეს ხელს უშლის მათ განვითარებას. გასაგებია რომ მშვიდად ზის ბავშვი, უსაფრთხოდ მგზავრობს, მაგრამ 5 საათის განმავლობაში რომ უჭირავს ტელეფონი რა შემეცნებითი ღირებულების მატარებელია ეს პროცესია? ამაზე უნდა დაფიქრდეს მშობელი, უღირს კი 5 საათი ბავშვი გააჩეროს, მაგრამ ტექნიკამ მომავალში რიგი პრობლემები გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში წახალისების მეთოდიც გამართლებულია, რომელიც ვაჭრობაში არ უნდა შეგვეშალოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ გარკვეულ წესებს დაემორჩილება, იგი აუცილებლად მიიღებს სასიამოვნო ჯილდოს.  მშობელი უნდა ეცადოს , რომ ბავშვთან იყოს პოზიტიური, ასწავლოს ინსტრუქციების შესრულება და ამ ყველაფერს დადებითი ფონი ახლდეს.  ჩვენ ამას განმტკიცებას ვეძახით, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეულ ქცევებს მოყვება დადებითი ემოცია და ეს ახალისებს ბავშვის  სწორ ქცევას. როდესაც ბავშვის სიცოცხლეს და უსაფრთოებას ეხება საქმე, მშობელი უნდა იყოს აბსოლუტურად კატეგორიული. ბავშვს, მიუხედავად ტირილისა, უნდა ვასწავლოთ, რომ შეიკრას ღვედი, დაჯდეს სავარძელში. ეს არის კანონი, წესი, მშობელმა თავიდანვე უნდა ასწავლოს ბავშვს კანონმორჩილება. ეკა ლალიაშვილი: ზოგადად არ არის რეკომენდებული სავარძელში 2 საათზე მეტი დაყოვნება, აქედან გამომდინარე მშობლებმა მცირე წლოვანის გადაყვანისას რაღაც პერიოდულობით შეასვენონ. ერთი რეცეპტი არ არსებობს, სხვადასხვა ხასიათის და კატეგორიის ბავშვებთან მიდგომისას, მაგრამ ყველა მშობელმა იცის, როგორ მიუდგეს თავის შვილს. ”ქარ სითი”  სასჯელი არ უნდა იყოს ბავშვებისთვის, პირიქით მათ უნდა უხაროდეთ ლამაზ ფერად სავარძელში ჩაჯდომა. მშობელმა უნდა შექმნას საამისო პირობები. სტატისტიკის მიხედვით, რამდენად შედეგიანია სავარძლის გამოყენება ავტოსაგზაო შემთხვევების დროს? ეკა ლალიაშვილი: მინდა აღვნიშნო, რომ 12 წლამდე ბავშვის წინა სავარძელში ჯდომა ჯარიმდება და ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოფხვრილია, მაგრამ რამდენად კონტროლდება ბავშვი სავარძელშია თუ არა მოთავსებული სალონის უკანა ნაწილში, ეს სადაოა. როგორც უკვე აღვნიშნე, კანონში არ არის მკაფიო ჩანაწერი, კალთაში ჩასმის ალტერნატივას გვთავაზობს კანონი. ჩვენ ვმუშაობთ კანონთან დაკავშირებითად, პარლამენტთან, იურიდიულ კომიტეტთან.  მათი მხრიდან აღსანიშნავია საკმაოდ დიდი მოტივაცია. ჯერ კიდევ შემუშავების პროცესში ვართ და საშემოდგომო სესიაზე ღრმად მჯერა, რომ გავიტანთ არგუმენტირებულ  საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავებულ კანონპროექტს და წლის ბოლოს გამართული და აღსრულებადი კანონი გვექნება. ია იაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ცოდნა და ცნობიერების ამაღლება, თუ რას ნიშნავს სავარძლის გამოყენება, სამწუხაროდ ბევრი მშობელი ამბობს, რომ არ გაუგია ამ თემაზე არაფერი. თუ საზოგადოება ამაზე ხმამაღლა საუბარს დაიწყებს მშობლებსაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიიღონ და მეტი იცოდნენ ბავშვის უსაფრთხოდ გადაყვანაზე. შეიძლება თუ არა, რომ ბავშვების გადაჭარბებული სურვილი საჭესთან ჯდომის, განპირობებული იყოს იმ მულტფილმებითა და თამაშებით, რომლითაც ბავშვები ხშირად ერთობიან? ია იაშვილი: ცალსახად იმის თქმა, რომ გარკვეული გაჯეტები განაპირობებს ამ სურვილებს, რთულია. ეს უფრო მეტად შეიძლება განპირობებული იყოს იმით, რომ ბავშვი ხედავს, რას აკეთებს მისი მშობელი. პატარა ასაკში ბავშვები სწავლობენ ერთმანეთისგან და მშობლებისგან. უფროსი ადამიანი არის მოდელი ბავშვისთვის.  სწორად უნდა აღიქვას ეს ფაქტი მშობელმა და არ უნდა მოხდეს დატუქსვა, ყვირილი, აკრძალვა. როგორც კი მართვა დასრულდება, შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება დაათვალიეროს საჭე, დაატრიალოს, დაიკმაყოფილოს ინტერესი. როგორია საერთაშორისო ტენდენცია და ასევე  საინტერესოა როგორია რეგულაციები საზოგადოებრივ ტრანსპორტში? ეკა ლალიაშვილი: პირველ რიგში სასკოლო ავტობუსებში უნდა იყოს უსაფრთხოების ღვედები,  თუ ბუსტერების საშუალებაა, ეს უფრო მეტად იცავს ბავშვებს. საკანონმდებლო ჩარჩოზე და ცვლილებებზე საუბრისას ვითვალისწინებთ საერთაშორისო  პრაქტიკას, რომ ყველგან ვერ იქნება სავარძლები ავტობუსი იქნება ეს თუ სამარშუტო ტაქსი, მაგრამ ტაქსის კომპანიები თუ კანონის გარეშეც გამოიყენებენ ამ ყველაფერს საკუთარი სურვილით, ძალიან კარგი იქნება. არსებობს გაეროს 129 რეგულაცია, რომელიც  არა მხოლოდ ზომას და წონას, დამაგრების წესებსაც მკაცრად არეგულირებს და საკმაოდ მაღალი სანქციებიც არის დაწესებული ევროპაში და ამერიკაში კანონდარღვევის შემთხვევაში.  ეს მიუთითებს რომ, ამ ქვეყნებში აღნიშნული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენც გვსურს, რომ ამას მივაღწიოთ. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ცუდ ტონად ითვლება, ადამიანის რეპუტაციას ლახავს, მოქმედებს სამსახურეობრივ საქმეებსა თუ დაზღვევის საკითხებზე.  ისინი ძალიან უფრთხილდებიან  საკუთარ რეპუტაციას და ძალიან ფრთხილები არიან საჭესთან, ჩვენთან ამ რანგში არ გვაქვს ეს საკითხი აყვანილი, მაგრამ ვიბრძვით რომ ასე იყოს. რა ფორმით და სად შეუძლია მშობელს ამომწურავი ინფორმაციის მიღება ბავშვის უსაფრთხო მგზავრობასთან დაკავშირებით? ეკა ლალიაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ 150 სმ სიმაღლის ბავშვს სჭირდება სავარძელი, როდესაც შეიძენთ ამ სავარძელს ინსტრუქცია მოყვება დამონტაჟების შესახებ, ასევე კონსულტანტისგან მოითხოვოვეთ ინფორმაცია. ინტერნეტშიც არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორ მივიდეთ იქამდე, რომ ამ ინფორმაციის მიღება მოგვინდეს. მშობელს არც კი მოუვა აზრად, რადგან კანონი არ გვავალდებულებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, იქ  სამშობიაროდან ვერ გაიყვან ბავშვს, თუ სამგზავრო სავარძელში არ ჩასვი. ეს ტენდენცია ნელ-ნელა უნდა დიანერგოს და სამედიცინო სექტორიც უნდა ჩაერთოს ამ კამპანიაში. ბავშვთა უსაფრთხო მგზავრობა მხოლოდ ორგანიზაციების თემა არ არის, ეს ყველამ უნდა წამოწიოს წინ და გააკეთოს აქცენტი, რათა მომავალი თაობები გადავარჩინოთ. სტატისტიკის მიხედვით წლის განმავლობაში დაახლოებით 23 ბავშვი იღუპება და მათ შორის 12 მგზავრის ამპლუაშია.  თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ გადავარჩინოთ ბავშვების სიცოცხლე იმ გზით რომ მოვათავსოთ სავარძელში ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. როდესაც არაფერი გამოგვდის და ჭიდილში ვერ ვიმარჯვებთ ბავშვთან ალბათ დროა მივმართოთ სპეციალისტს? ია იაშვილი: თუ მშობელი გააცნობიერებს, რომ ხდება ზედმეტი აგრესია, ყოველ ჯერზე ბავშვის გაღიზიანება, ჭიდილი და ჭიდაობა, მნიშვნელოვანია ბავშვის  ქცევის თერაპევტს თუ ჩააყენებს საქმის კურსში და თხოვს მას გარკვეულ რეკომენდაციებს, რაც ზოგადად ქცევის მართვასთან არის დაკავშირებული. ბავშვის განვითარების ინსტიტუტს აქვს ორი მიმართულება, ერთი არის კონსულტაცია და რეკომენდაციები მშობლებისთვის, მეორე არის უამრავი მიმართულების ტრენინგი მშობლებისთვის,   ერთ-ერთი არის ”პოზიტიური კომუნიკაცია ბავშვებთან”  რაც ასწავლის მშობელს, ბავშვთან ურთიერთობისას, როგორ მივიდნენ სასურველ შედეგამდე. აღსანიშნავია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართვა სავარძლის არჩევაში, მან თავად უნდა მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა.  ასაკი გასათვალისწინებელია რა თქმა უნდა, მაგრამ 1 წლის ბავშვს, თუნდაც ფერის მიხედვით შეიძლება შევარჩევინოთ ”ქარ სითი”,  შეიძლება რაიმე სტიკერი ქონდეს ან ჩვენ თავად მივაკრათ, საინტერესო და სახალისო უნდა გახდეს ეს პროცესი.  ხშირად  ჩვენ არ ვაწვდით ბავშვებს ინფორმაციას სად მიგვყავს, რამდენი ხნით, უმჯობესია მშობელმა მგზავრობამდე 10-15 წუთით ადრე აუხსნას ბავშვს, თუ რამდენი ხანი მოუწევთ მგზავრობა, სად მიდიან.  ეს მეთოდი ინფორმაციას აწვდის და შფოთვას უმცირებს ბავშვს. დღეს უამრავი შესაძლებლობაა მშობლებისთვის, თუ სად შეიძინონ სამგზავრო სავარძლები, ბაზრობა იქნება, მაღაზია თუ ინტერნეტი. საკმაოდ დიდი არჩევანია იმისათვის, რომ ბავშვისთვის საინტერესო ვერსიის შეძენა მოახერხონ. გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/18-ivlisi-ekimi.mp3"][/audio] [post_title] => SOS მშობლებო! აუცილებლად ჩასვით ბავშვები სამგზავრო სავარძლებში! - სპეციალისტების რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => sos-mshoblebo-aucileblad-chasvit-bavshvebi-samgzavro-savardzlebshi-specialistebis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-19 17:13:52 [post_modified_gmt] => 2018-07-19 13:13:52 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=267535 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 79 [max_num_pages] => 27 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => 08d206af7302fbe767ef50a867205b82 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები