LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულახმეტოვის ე.წ. ელჩად დანიშვნა ცინიზმია – ირაკლი სესიაშვილი

31

ოკუპირებულ ცხინვალის რაიონში ე.წ. რუსეთის ელჩად მარატ კულახმეტოვის დანიშვნას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ცინიკურ დამოკიდებულებას უწოდებს. მისი თქმით, კულახმეტოვი სამხედრო დამნაშავეა.

”ეს არის ოკუპანტის, რუსეთის რეალური სახე. ის ნიშნავს ისეთ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში და ებრძოდა ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ე.წ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელბრუს კარგიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე მარატ კულახმეტოვი დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები