LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის მინისტრმა ინდური კინოინდუსტრიის წარმომადგენელს უმასპინძლა

94

20 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კულტურის სამინისტროში ინდური კინოს ლეგენდის რაჯ კაპურის შვილს – მსახიობს, პროდიუსერსა და რეჟისორს რიში კაპურს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და პერსპექტივებს.

რიში კაპური საქართველოს 1 კვირიანი ვიზიტით სტუმრობს. უცხოელმა სტუმარმა უკვე დაათვალიერა თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები, ასევე დაესწრო ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახლმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის“ რეპეტიციას. დღესვე, ცნობილი ინდოელი მსახიობი საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს ეწვევა და მის საქმიანობას გაეცნობა.

რიში კაპურის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს უკეთ გაცნობას, ფილმის გადაღებისთვის საინტერესო ადგილების დათვალიერებასა და ამ სფეროში, მომავალ თანამშრომლობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსი გიორგი ჩოგოვაძე, კომპანია „მაქ ინთერთეიმენთის“ დამფუძნებელი ირაკლი მაქაცარია, ინდოელი მსახიობი ჯაირამ გოპალაკრიშნანი, ინდური ფილმის მცოდნე დავით ბეჟიტაშვილი და კინოპროდიუსერი არჩილ მენაღარიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები