LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის მინისტრმა იტალიის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა

86

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის უმასპინძლა.

შეხვედრას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ესწრებოდა.

იტალიის ელჩმა მინისტრს კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე საინტერესო პროექტი შესთავაზა; მათ შორის, ქართველი რესტავრატორებისთვის სპეციალური პროგრამა, რაც, აღნიშნულ სფეროში მომუშავე პირებისთვის, იტალიაში რამდენიმეკვირიან გადასამზადებელ სალექციო კურსს გულისხმობს.

შეხვედრისას მხარეებმა კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო ფერწერისა და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები