LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო ახალ ჟურნალს გამოსცემს

73

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს ხუთ საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჟურნალის პირველი ნომრის „კულტურა პლუსის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას, რომელიც სამინისტროში ჩატარდება, მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება.

პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები,  ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი, ხელოვანები, სამინისტროს სსიპ-ების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ხასიათის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) გამოცემა საქართველოში მოქმედ უცხოურ კულტურულ ინსტიტუტებს, დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობებს, საერთაშორისო და რეგიონულ კულტურულ ცენტრებს, საქართველოს საელჩოებს საზღვარგარეთ და სხვა დაინტერესებულ მკითხველს კულტურის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე პროცესებს გააცნობს.

კულტურის სამინისტროს პერიოდული გამოცემა „კულტურა პლუს” პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ კულტურას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჟურნალი ერთი მხრივ ასახავს კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებს, მეორე მხრივ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ კულტურულ პროცესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები