LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურის სამინისტრო პროექტით „ცოცხალი წიგნები“ ახალ სეზონს იწყებს

77

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, პროექტით „ცოცხალი წიგნები“, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალ სეზონს იწყებს.

31 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა პოეტ გიორგი არაბულს დაეთმობა.

მთელი წლის განმავლობაში, ყოველ მესამე ორშაბათს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის სარდაფის სცენა „ცოცხალი წიგნების“ მონაწილე მწერლებს უმასპინძლებს, რომლებიც მკითხველებს საკუთარ შემოქმედებას მონო-სპექტაკლის სახით გააცნობენ.

ბილეთის ფასი 7 ლარია. მისი შეძენა მსურველებს სპექტაკლამდე 10 დღით ადრე მარჯანიშვილის თეატრის სალაროში და ასევე, biletebi.ge – ზე შეუძლიათ.

მონო-სპექტაკლებზე დასწრება სტუდენტებისთვის თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები