LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში წიგნის „უცნობი სერგო ქობულაძე“ პრეზენტაცია გაიმართა

146

7 თებერვალს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა წიგნის „უცნობი სერგო ქობულაძე“ ( წიგნი I ) პრეზენტაცია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვა.

წიგნში წარმოდგენილია XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ხელოვანის სერგო ქობულაძის აქამდე უცნობი, გამოუქვეყნებელი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) ილუსტრირებულ გამოცემაში, ასევე თავმოყრილია მხატვრის თეორიული ნაშრომები, სხვადასხვა დოკუმენტური მასალა, უბის წიგნაკების ჩანაწერები და თანამედროვეთა მოგონებები.

2015 წელს, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მხატვარ სერგო ქობულაძის სახელოსნოში მოიძია და აღმოაჩინა მხატვრის შესახებ ფართო საზოგადოებისათვის მანამდე უცნობი, როგორც დოკუმენტური, ასევე ვიზუალური მასალა. აღნიშნული მასალის საფუძველზე განხორციელდა პროექტი „უცნობი სერგო ქობულაძე“ (წიგნი-ალბომის გამოსაცემად მომზადება და ბეჭდვა). პროექტის მიზანს წარმოადგენდა მხატვრის პირად არქივში არსებული უამრავი უცნობი მასალის თავმოყრა-დახარისხება, აღნიშნული გამოცემისათვის გადარჩევა, სათანადო განმარტებითი ტექსტების მომზადება, ფოტო და გრაფიკული მასალის გადარჩევა და იმ ნამუშევრების გამოცალკევება, რომელიც სერგო ქობულაძის შესახებ გამოცემულ ჯერ არც ერთ ალბომსა თუ კატალოგში არ დაბეჭდილა.

წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით. პროექტი შესრულდა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები